თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა დაფარულებაჲ და სიღრმე სიტყუათა შჯულისათაჲ ექმნებოდა მიზეზ. ვერ გულისჴმის-ყოფისა, არამედ სიბრმე გონებათა მათთაჲ; ამისთჳს, რაჟამს ვთქუ საკითხავსა ზედა დებაჲ საბურველისაჲ, არა მას მივაჩემე სიღრმე და უცნაურებაჲ, არამედ გულთა მკითხველთა და მსმენელთა მისთასა, რამეთუ საბურველიცა იგი, რომელი დაიბურის მოსე, არა ამისთჳს იყო, რამეთუ იგი მათდა ხედვად ვერ შემძლებელ იყო, არამედ რამეთუ ერი იგი მისდა ხედვად ვერ შემძლებელ იყვნეს. ამით ესევითარითა გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს არა შჯულისაჲ, არამედ მსმენელთა და მკითხველთა მისთა სიბრმისა და უგულისჴმოებისათჳს ბრალობაჲ. ხოლო მოსედ აწინდელსა ამას ადგილსა მოციქული წიგნსა მას უწოდს მეორისა შჯულისასა, აღწერილსა მოსეს მიერ.
2 კორინთელთა მიმართ 3:15
14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3