მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:16

15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი (3,16).:

თარგმანი: ვინაჲთგან მოქცევად უფლისა უწოდს განყენებასა შჯულისაგან, ამისთჳს ვიდრე აღსასრულადმდე ჯერ-არს მიდევნებაჲ თხრობისა წესთა შემდგომობისაჲ. ესე იგი არს, რამეთუ რაჟამს ჰურიათა ეზრახებოდის მოსე, მაშინ უჴმნ დაბურვაჲ პირისაჲ, ხოლო რაჟამს ღმერთსა ჰზრახავნ, მოიძარცჳს საბურველი იგი და ესევითარითა სახითა ჰურიათა სახე იყო მოსე, რამეთუ ჰურიანიცა ვიდრემდის შჯულსა შედგომილ იყვნენ, ზედა-აც მათ საბურველ არა შემნდობელი გულისჴმის-ყოფით განცდად ძალსა სიტყუათა მისთასა. ხოლო რაჟამს-იგი დაუტეონ და მოიქცენ უფლისა, მოეძარცუების მათ საბურველი იგი უგულისჴმოებისაჲ, და მიეცემის ძალი ხედვად მისსა, რომელი-იგი უბრძანებს თჳსსა დატევებასა და ქრისტეს შედგომასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის