მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:13

12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳს ვიტყჳთ (4,13).:

თარგმანი: ზემო აღსაარებულად ქადაგა საიდუმლოჲ აღდგომისაჲ, ხოლო აქა სიმტკიცისათჳს სასოებისა შემოიღებს წამებად ას და მეათხუთმეტესა ფსალმუნსა, რომელი-იგი საუკუნოჲთა სასოებითა აღსავსემან დავით ესევითართავე ჭირთა ზედა-დართვასა შინა აღწერა, შემმატებელად სასოებისა ყოველთა ძჳრხილულთა. ხოლო ამან აწ იჴუმია, ვითარცა მისვე მეუფისა თანამბრძოლებითა ესევითართა ყოველთაგან განრომილმან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის