თარგმანი: ამას ადგილსა განსწავლის, რაჲთა აღდგომისა და სხუათა ყოველთა კეთილთა მონიჭებისათჳს არცა ერთსა ვის კაცთაგანსა, არცა ცრუმოციქულ და მოძღუართა მათთაგანსა, არამედ მხოლოდ ღმერთსა ჰმადლობდენ, რომელსა-იგი არა ერთსა, არცა ზოგთა ვიეთმე ზედა შემოუწერიეს ნიჭი ესევითართა მადლთა მოღებისაჲ, არამედ ზოგად ყოველთა კაცთადა, რომელთაცა უნდეს, რაჲთა უმრავლესობასა თანა მიმღებელთასა შემოკრბეს მისსა უმრავლესობაჲცა მმადლობელთაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 4:15
14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4