თარგმანი: ესე არს დაფარული სირცხჳლისაჲ, რაჟამს კაცი ესევითარსა რასმე იქმოდის ფარულად, რომელი-იგი სირცხჳლსა მოატყუებდეს განცხადებულად, და სხუაჲ თქუას სიტყჳთ, ხოლო სხუაჲ ქმნას საქმით, რომელი-ესე წმიდათა წესისაგან სრულიად განგდებულ არს, რამეთუ არარას იქმან ეგევითარსა ფარულად, რომელიმცა სირცხჳლსა მოატყუებდა განცხადებულად, და არა ხოლო საქმითსა, არამედ გონებითსაცა იოტებენ ცოდვასა. და ესრეთ, ყოვლად სიწრფოებით ვლენ ოტებითა ყოვლისა სივერაგისა და გულარძნილებისაჲთა, რამეთუ ესე ცრუმოციქულთა და ცრუმომღუართა საქმე არს, რაჲთა დაფარულსა სიბოროტესა საქმეთა გინა გონებათა მათთასა გულარძნილებითა მით სიტყუათა და გონებათა მათთაჲთა ჰფარვიდენ, და სხუებრ მყოფნი სხუებრ ყოფასა აჩუენებდენ.
2 კორინთელთა მიმართ 4:2
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული,
2 კორინთელთა მიმართ თავი 4