თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რამეთუ ვითარ-იგი პატივი, ეგრეთვე შეურაცხებაჲცა მათი ქრისტესდად მიიწევის, რომლისაცა იგინი ქადაგ არიან.
4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4