თარგმანი: არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე: უწყით უკუე შიში უფლისაჲ; კაცთა ვერწმუნებით, ხოლო ღმრთისა განცხადებულ ვართ. ხოლო ვესავ გონებათაცა შინა თქუენთა განცხადებად. ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთსა, ყოვლისავე მეცნიერსა, არარაჲ რწმუნებაჲ უჴმს, არამედ ჩუენდა ჯერ-არს, რაჲთა კაცთაცა ვერწმუნნეთ, რამეთუ არა ხოლო მოქმედობაჲ ოდენ ბოროტისაჲ დაშჯის ვისმე, არამედ დაღაცათუ არარაჲ გუექმნას ბოროტი, არამედ საეჭუ ოდენ ქმნილ ვიყვნეთ ბოროტის მოქმედად, და არა ვიღუაწოთ ძალისაებრ ჩუენისა გულსავსე-ყოფად მეჭუელთა მათ, რაოდენ რაჲ ეგებოდის. ამისთჳსცა საშჯელისა თანამდებ ვართ, რამეთუ მრავალგზის ძალ-ედვის კაცსა განქარვებაჲ ვიეთისამე იჭჳსა მისდა მიმართისაჲ, და შეურაცხ-ყოფითა მეჭუელთაჲთა თანა-წარჰჴდებინ, და არა გულსავსე ჰყოფნ მათ, რომელი-ესე უჯერო არს და თანამდებ საშჯელისა. ამისთჳს მოციქული დაღაცათუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ იყო, და ეგრეთვე გონებათაცა მათთა შინა, რომელნი-იგი არა იჭუნეულ იყვნეს მისსა მიმართ, არამედ იგი მცირეთაცა მათ უძლურთა და იჭუნეულთა არავე შეურაცხ-ჰყოფს, გარნა მათითა გულსავსე-ქმნითა ჩუენ განგუსწავლის, რაჲთა არავის...
2 კორინთელთა მიმართ 5:11
10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5