თარგმანი: ზემო თქუა მიზეზი წადიერებისაჲ ჴორცთაგან განსლვისათჳს, ესე იგი იყო სურვილი მახლობელობისა ღმრთისაჲ, ხოლო აწ იტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონიეს, ვითარმედ განსლვაჲ ოდენ ჴორცთაგან კმა ეყოფვის კაცსა ღონედ მახლობელობისა ღმრთისა, არამედ იგი ოდენ განსლვაჲ მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა, რაჟამს ამასვე სოფელსა შინა ვისწრაფოთ სათნო-ყოფად მისსა კეთილითა მოქალაქობითა. ესე არს განსლვაჲ სანატრელი, რაჟამს შემოსლვაჲ, რომელ არს ჴორცთა ამათ შინა ყოფაჲ ჩუენი, სათნოდ მისსა წარვვლოთ. ხოლო თჳნიერ ამისსა სამგზის საწყლობელ და უბადრუკ ვართ, უკუეთუ არა აქავე სათნო-ყოფილ ვიყვნეთ მისდა, და ეგრეთ განვიდეთ. ვინაჲცა უსაკუთრეს ესრეთ არს სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ: ამით პატივ-ვიცემით, გინა თუ შემომავალნი, გინა თუ განმავალნი სათნო მისსა ყოფითა.
2 კორინთელთა მიმართ 5:9
8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5