მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:17

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ, და ვიყო მე თქუენდა მამა, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი (6,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ტაძარ ღმრთისა ყოფაჲ დაუმტკიცა პირითა იერემიაჲსითა, აწ კუალად ესაიაჲს მიერ ასწავებს ღონესა, თუ ვითარითა ვინ სახითა იქმნეს ტაძარ ღმრთისა: პირველად ამას, რაჲთა განეშოროს ურწმუნოთაგან და განეყოს მახლობელობასა სულისა მისისა მავნებელთასა; ამისსა შემდგომად არა ხოლო ქმნასა არაწმიდებისასა, არამედ ყოვლად შეხებასაცა მისსა განეყენოს, რამეთუ ამათ ესევითართაგან განშორებაც ღირს გუყოფს ჩუენ პოვნად, რაჲთა გუაქუნდეს სავანე ღმრთისა თანა, და იგი იყოს ჩუენდა მამა, ხოლო ჩუენ — ძეებ და ასულებ მისსა. იხილე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებაჲ შვილებისა ამის მადლსა, რომელი მომენიჭა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ და ნათლისღებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის