📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს (5,12).
თარგმანი: ყოველსა ადგილსა მოსწრაფე არს, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ საქებელად თჳსსა იტყჳს მაღალთა სიტყუათა; ამისთჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა მიზეზად ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ: არა ამისთჳს ვთქუენ, რაჲთა აწღა სადმე კუალად შეგასწავო თქუენ თავი ჩემი, ადრითგან შესწავებული, არამედ ამისთჳს, რაჲთა გაქუნდენ სიტყუანი ესე წინა-განსაწყობელად ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა ჩუენდა მომართისა კიცხევისა და ბასრობისა, და ამით სიქადულითა აღჳრ-ასხმიდეთ მათ, რაჲთა არა დამდაბლებასა თანა ჩუენ ჭეშმარიტებისა ქადაგთასა დააკნინონ მათ ქადაგებაჲცა ესე ჩუენი.
მოციქულისაჲ: რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა ხოლო წინაშე იქადიან და არა გულითაცა (5,12).
თარგმანი: ესე არს პირსა ხოლო წინაშე სიქადული, რაჟამს კაცი საჩუენებელად კაცთა რასმე იტყოდის, პირითა რეცა კეთილსა, ხოლო გული მისი ცალიერ იყოს კეთილისაგან; ანუ თუ კუალად, მაჩუენებლობით რასმე ჰყოფდეს და სული მისი უნაყოფო იყოს საქმისა მისგან.
მოციქულისაჲ: რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, — ღმრთისა; გინა თუ განვბრძნდით, — თქუენდა (5,14).
თარგმანი: განცჳბრებად უწოდს მაღალთა სიტყუათა თქუმასა; ესე იგი არს, ვითარმედ: არა ცნობიერისა გონებისაჲ არს სიქადულით რასმე თქუმაჲ, არცა დიდ-დიდსა რასმე თქუმაჲ თავისა თჳსისათჳს. ვინაჲცა მე არა სიქადულისათჳს ვყავ საქმე ესე განცჳბრებულთაჲ, არამედ ყოველსავე თქუენთჳს ვჰყოფ დიდ-დიდთა თქუმასა, რაჲთა არა შეურაცხ-ყოფითა ჩუენითა შეურაცხ-ჰყოთ მადლი ესე ღმრთისა მიერი მოციქულებისა და მოძღურებისაჲ, და ეგრეთ წარსწყმდეთ. და კუალად: სიბრძნით დამდაბლებასა თავისა თჳსისასა, ამისთჳს, რაჲთა სიმდაბლე გასწავო თქუენ. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინ განცჳბრებულ მიწოდს, ღმრთისაგან მიიღოს სასყიდელი, რომლისათჳს მე სულელ საგონებელ ქმნულ ვარ. ხოლო უკუეთუ ბრძენ უჩნ, სიბრძნისა მისგანვე ჩემისა მიიღოს სარგებელი. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ განცჳბრებულ ვარ, ღმრთისაჲ არს განცჳბრებაჲ ესე ჩემი დიდ-დიდთა მეტყუელებისაჲ, რაჲთა ჩემისა ღირსებისათჳს გრწმენეს და სცხონდეთ. ხოლო უკუეთუ ბრძენ ვარ, თჳთ ესე უეჭუელ საცხორებელ არს თქუენდა.
მოციქულისაჲ: რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოსწყდეს, და ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა (5,14-15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: სიყუარული იგი ქრისტესი აღმძრავს ჩუენ თავს-დებად ყოველთავე ჭირთა, რაჟამს ესე გულად-ვიღოთ, ვითარმედ ჩუენ ყოველთა ადამის მიერ მომწყდართათჳს, რამეთუ ყოველნი კაცნი მომწყდარ ვიყვენით, ერთი იგი მოკუდა. და ყოველთათჳს მოკუდა, რაჲსაღამცა სხჳსათჳს; თჳნიერ რაჲთა გამოჴსნასა თანა ესეცა სახე მოგუცეს, რაჲთა კაცად-კაცადი ჩუენი არა თავისა თჳსისასა ვეძიებდეთ, არამედ მისთჳს, რომელი ჩუენთჳს მოკუდა და აღდგა, და მის მიერ ძმათა ჩუენთათჳს ვიჴმარებდეთ ყოველსავე ჩუენსა, ცხორებასაცა და სი კუდილსაცა. რამეთუ სამნი სახენი არიან რომელთა მიერ თანამდებ ვართ ჩუენ ღმრთისა, რაჲთა ყოველსავე სადიდებელად მისსა ვიქმოდით. პირველად, რამეთუ მან შემქმნნა ჩუენ. მეორედ, რამეთუ მოკუდა ჩუენთჳს. მესამედ, რამეთუ დასაბამი თბისა ჩუენისაჲ, რომელ არიან ჴორცნი მისნი, აღადგინნა და ზეცად აღიყვანნა, რაჲთა შენ მუნ აღგიყვანოს, სადა-იგი არს დასაბამი შენი. იხილე, სადა აღმიყვანნა სიტყუამან მოციქულისამან, რამეთუ, რაისათჳსღა სხჳსა საჴმარ იქმნა განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, არა თუმცა მის მიერ განგებულ იყო განახლებაჲ და ცხორებაჲ ჩუენი?
მოციქულისაჲ: ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად (5,16).
თარგმანი: ვინაჲთგან ყოველნი მოსწყდეს შეცოდებითა და განცხოველდეს ქრისტეს მიერ, ამიერითგან არცა ერთისაღა ვისდა ჯერ-არს ჴორციელად ცხორებაჲ, ესე იგი არს ძუელისაებრ მოქალაქობისა და შეცოდებისა; რამეთუ ცოდვასა შინა ყოფაჲ სიკუდილი არს და არა ცხორებაჲ. არამედ აწინდელნი ესე ქრისტეს მიერ ცხოვნებულნი სულიერად ცხონდებიან; არა ჴორციულად მოქალაქობენ მიერითგან, ვინაჲთგან აღმოიშვნეს ნათლისღებითა, ვინაჲცა ახალი აქუს ცხორებაჲ და არა ძუელი.
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით (5,16).
თარგმანი: ქრისტემან ჴორციელად ცხორებაჲ ოდენ დააცხრვო და არა ჴორცნი განიძარცუნა, ნუ იყოფინ; რამეთუ ამითვე ჴორცითა მომავალ არს განშჯად ყოველთა. არამედ კაცობრივთა ვნებათა განძურცაჲ, ვითარ-იგი იყვნეს ბუნებითნი და უცოდველნი — შიმშილი, წყურილი, ძილი და დაშრომაჲ —სახელდებულ ყო მოციქულმან; არღარა ჴორციელად ცნობად მისსა. ესე იგი არს, ვითარმედ არღარა განხრწნადნი და მოკუდავნი, არამედ უხრწნელნი და უკუდავნი ჴორცნი ჰმოსიან. რამეთუ ვითარ-იგი ჩუენ ჴორცთა შინა მყოფად ვიწოდებით, რაჟამს ცოდვასა შინა ვიყვნეთ, ხოლო რაჟამს ცოდვასა განვეშორნეთ, არღარა ჴორციელ ვართ, და ორსავე ამას შინა ჴორცნი გუმოსიან. ეგრეთვე ჩუენ ჴორციელად ვიცოდეთ ქრისტე, რაჟამს ბუნებითნი და უცოდველნი ვნებანი აქუნდეს პირველ ჯუარცმისა, ხოლო შემდგომად აღდგომისა, რაჟამს განიძარცუნა ვნებანი იგი, არღარა ვიცით. არა თუ ჴორცთა განძურცასა ვიტყჳთ, რომელი-ესე მწვალებელთა სიტყუაჲ არს, არამედ ამას, ვითარმედ: არღარა არს აწ ჴორცთა მისთა თანა ბუნებითი რაჲმე უცოდველთა ვნებათაგანი. ვითარ-იგი არცაღა ჩუენთა ჴორცთა თანა იყოს შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა, რამეთუ არა ჴორცთა აღვიძურცით, არამედ ხრწნილებასა მათსა.
მოციქულისაჲ: არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (5,17).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელიცა ქრისტეს მიერ ცხოველ არს, ესე იგი არს სარწმუნოებითა მისითა ესევითარი იგი ახალ დაბადებულ არს, რამეთუ ახლად მოქალაქობად იჩინა, ვითარცა ზეგარდამო შობილი სულისა მიერ, რაჲთა შემდგომად ნათლისღებისა არღარა ცოდვასა შინა იქცეოდის, არამედ სულიერად და სათნოდ მოქალაქობდეს.
მოციქულისაჲ: პირველი იგი წარჴდა; აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (5,17).
თარგმანი: განმრავლებითად უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე: ძუელნი იგი წარჴდეს; ესე იგი არს განახლებითა ყოვლისაჲთავე; რამეთუ მოგუეცნეს სული და ჴორცნი ახალნი, განწმედილნი ნათლისღებისა მიერ: აღთქუმაჲ ახალი; ქუეყანისა იერუსალჱმისა წილ — იერუსალჱმი ზეცისაჲ; ტაძრისა წილ გრძნობადისა — ტაძარი სულიერი; ფიცართა წილ ქვისათა — ფიცარნი გულისა ჴორციელისანი; წინადაცუეთისა წილ — ნათლისღებაჲ; მანანაჲსა წილ — ხორცი საუფლოჲ; წყლისა წილ კლდისაგანისა —სისხლი სამეუფოჲ; კუერთხისა წილ მოსესსა — ჯუარი; ქუეყანისა წილ აღთქუმისა — სასუფეველი ცათაჲ; ბევრეულთა მათ წილ მღდელთა შჯულისათა — ერთი მღდელთმთავარი ქრისტე; უბიწოჲსა მის წილ კრავისა — ძე ღმრთისაჲ; წულილადისა მის წილ სახელისა შვილებისა — შვილებაჲ ჭეშმარიტი; რამეთუ ძუელთა წარჴდომაჲ ამათ ორთავე პირთათჳს თქუმულ არს: ცოდვისა განქარვებისათჳს, რომელი ჭეშმარიტად ძუელ არს და მჟავე, და ძუელისა მის შჯულისა დაცხრომისათჳს; ხოლო ახალთა ქმნაჲ — სიწმიდით მოქალაქობისათჳს და ახლისა ამის შჯულისა წესთა შედგომისათჳს.
მოციქულისაჲ: და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ (5,18).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ზემო თქუმულნი ესე ნიჭნი ყოველნივე ღმრთისა მიერ მამისა მოცემულ არიან ჩუენდა, რომელმან-იგი შუვამდგომელობითა ძისაჲთა დამიგნა თავსა თჳსსა, რამეთუ არა ჩუენ მივრბიოდეთ მისსა, არამედ მან თავადმან მიმიზიდნა ჩუენ, ჩუენთჳს სიკუდიდ განცემითა ძისა თჳსისაჲთა.
მოციქულისაჲ: და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ (5,18).
თარგმანი: ეჰა სიღრმესაღა კაცთმოყუარებისასა! რამეთუ არცაღა შემდგომად ძისა მოვლინებისა და სიკუდიდ მიცემისა არავე უგულებელს-მყვწა ჩუენ უღუაწად, არამედ შემდგომად ზეცად ამაღლებისა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მოციქულთა არწმუნა მსახურებაჲ იგი დაგებისა და მოქცევისა ჩუენისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა (5,19).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ არცა პირველ ქრისტეს განჴორციელებისა უგულებელს-ეყო სოფელი ღმერთსა მამასა, არამედ მარადის მიერ დასაბამითგან განაგებდა იგი ცხორებასა ჩუენსა ძისა მიერ თჳსისა, და არა დააცადა ყოვლისავე ყოფაჲ, ვიდრემდის სრულებით დააგნა კაცნი თავსა თჳსსა.
მოციქულისაჲ: და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი (5,19).
თარგმანი: ვერ შესაძლებელ იყო სხუებრ დაგებაჲ ღმრთისაჲ, არა თუმცა მოეტევნეს მას პირველ ნათლისღებისა ქმნილნი ცოდვანი, რამეთუ უკუეთუმცა მათთჳს პატიჟი მიეჴადა, არცა ერთი ვინ დაშთებოდა უტანჯველად.
მოციქულისაჲ: და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ (5,19).
თარგმანი: მითვე სიტყჳთა დასაბამითგანთა წყალობათა ღმრთისათა ქადაგებს, ვითარ-იგი მოსწრაფე არს დაგებად კაცთა, მიერვე სოფლის დაბადებითგან, თავისა მიერ თჳსისა, და კუალად მოვლინებითა ძისა თჳსისაჲთა; და შემდგომად მისსა განჩინებითა ქადაგთა და მოძღუართაჲთა, რომელნი მარადის წინა-უყოფენ კაცთა სიტყუასა მას დაგებისა და სინანულად მოწოდებისასა.
მოციქულისაჲ: ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ (5,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ქრისტესთჳს უკუე ვიოხთ; ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტეს წილ მოქენე ვართ თქუენდა, რამეთუ მანვე ღმერთმან მამამან, რომელმან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა, მანვე შემდგომად მისსა ჩუენ მოციქულთა ჴელთ-გჳდვა მსახურებაჲ ესე მვედრებელობისა კაცთაჲსაჲ, რაჲთა გლოცვიდეს თქუენ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა, და ესრეთ, მამისა მიერ რწმუნებულსა, მასვე ქრისტეს მსახურებასა აღვასრულებთ, და ქრისტეს წილ ჩუენ ვითხო აწ კაცთა მიმართ, ვითარმცა ღმერთი ჰლოცვიდა მათ ჩუენ მიერ, მოქცევად და დაგებად მისსა.
მოციქულისაჲ: გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა (5,20).
თარგმანი: ეჰა საკჳრველი! ვითარ ჩუენვე, განმარისხებელთა მისთა, გუევედრების დაგებად მისსა ჩუენ მიერ განრისხებული ღმერთი. ხოლო გუევედრების არა ლიტონად, არამედ მოციქულთა მიერ, ვითარცა პირითა ქრისტესითა, ჩუენთჳს განხორციელებულისა ძისა მისისაჲთა, რამეთუ, რასა-ესე აწ ქადაგნი მისნი იტყჳან ჩუენდა მომართ, ვითარცა პირითა ქრისტესითა იტყჳან.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა (5,21).
თარგმანი: იხილე სიბრძნით და ჴელოვნებით შეწყობაჲ სიტყუათა მისთაჲ; ვითარ, ვითარცა ღონიერი დამგებელი, მიზეზსაცა იტყჳს დაგებისასა; ესრეთ, ვითარმედ: არღა ვიტყჳ თუ თქუენგან გინებული ანუ არა მიმჴდელი პატიჟსა მაგინებელობისასა, ანუ აწ პირველად მსწრობელი ძიებასა დაგებისა თქუენისასა; გარნა რაჲ ესე აწ ყო, თჳთ ამას მარტოდ წინა-გიყოფ, ვითარ თჳთ ბუნებით სიწმიდე, წმიდა-მყოფელი ყოველთაჲ, და სიმართლე განმამართლებელი, ცოდვა ყოფად არა სირცხჳლ იჩინა. ხოლო ცოდვა ყოფაჲ ესე იყო, რამეთუ მიუშუა მას, რაჲთა ვითარცა ცოდვილი ვინმე და დასაშჯელთაგანი ჯუარს-ეცუას; რომლისათჳს არა უწოდს მას ცოდვილ, არამედ ცოდვა ქმნულ, რომელი ამისსა უზეშთაეს არს. ვითარ უკუდავი ღმრთეებითა — მოკუდავ იქმნა ჴორცთა ბუნებითა, რაჲთა მოკუდავნი უკუდავ-მყვნეს და შეცოდებულნი განმამართლნეს. ჳკუმენისი: სხუანი ესრეთ თარგმანებენ სიტყუასა ამას, ვითარმედ: ცოდვა ეწოდებოდა მსხუერპლსა მას, რომელი-იგი ძუელსა შინა ცოდვათათჳს შეიწირვოდის, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: "ცოდვათა ერისა ჩემისათა ჭამენ" (); ესე იგი არს მსხუერპლი დაკლული ცოდვათათჳს. ვინაჲცა ამისთჳს ითქუმის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "ცოდვაჲ ქმნა", რამეთუ მსხუერპლად ცოდვათათჳს კაცთაჲსა დაკლა მამამან ძე თჳსი მხოლოდშობილი, რომლითა არა ხოლო ლიტონად განვმართლდით, არამედ რომელი ამისსა უზეშთაეს არს, სიმართლე ღმრთისა ვიქმნენით, რამეთუ არა საქმეთაგან, არამედ მადლით მოტევებითა ბრალთაჲთა განმართლებულ ვიქმნენით მისგან და მის მიერ.
მოციქულისაჲ: ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ (6,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: თანა-მოქმედ ვართ და გლოცავთ; ესე იგი არს, ვითარმედ ესე ყოველი, რომელი პირველ წარმოვთქუ, ყო ღმერთმან თქუენთჳს ძისა მიერ თჳსისა, და ჩუენ მის თანა მოქმედ ვართ, რომლისა-იგი სასწრაფო არს ცხორებაჲ თქუენი, და თქუენ გლოცავთ, ვითარცა მოციქულნი და ქადაგნი მისნი, რაჲთა არა ცუდ ჰყოთ სიმდიდრე მადლთა მისთაჲ, რამეთუ სარწმუნოებისა მიერ ცხოვნებულთა და დაგებულთა ღმრთისათაჲ კუალად პირველთავე შინა ყოფაჲ საქმეთა, განმარისხებელთა მისთა, არღარად სხუად სახელ-იდების, თჳნიერ ცუდ ყოფად მადლისა მის, რომლისა მიღებაჲ არად სარგებელ ეყოს, რამეთუ მან ცოდვანი მოგჳტევნა, ხოლო უკუეთუ ჩუენ მათვე ვიქმოდით, რად სარგებელ გუეყო მოტევებაჲ იგი!
მოციქულისაჲ: რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შევეწიე შენ. აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ; აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ (6,2).
თარგმანი: სიტყუათა მიერ ესაიაჲსთა თქუმულ არს ესე უფლისა მიერ, რომელი-ესე ჟამიერად საწამებელად შემოიღო მოციქულმან, რაჲთა დაუმტკიცოს ყოველთა კაცთა, ვითარმედ საწუთროჲ ესე ჟამი არს შეწყნარებისა და დაგებისა ღმრთისაჲ, და აწვე ჯერ-არს მოქცევაჲ და სინანული, ოდეს-ესე მოუცემიეს დროჲ შენანებისაჲ და აღუთქუამს შეწყნარებაჲ მონანულისაჲ და ღირს-ყოფაჲ ცხორებასა; რამეთუ ესე არს დღე, ვიდრეღა ვიყვნეთ ჴორცთა ამათ შინა, რომელსა შინა დაღაცათუ ბევრეულნი ცოდვანი აქუნდენ, უკუეთუ ოდენ მოიქცეს, შეიწყნარებს მონანულსა და ისმენს ვედრებით თხოვასა ცოდვათა შენდობისასა; და პირველ თხოვისა აღუთქუამს მიცემასა სათხოელისასა. ამისთჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ვისმინე და შეგეწიე" (). ხოლო მერმესა მას სამშჯავროსა არღარა იქმნების მიტევებაჲ აქავე შეუნანებელთა ცოდვათაჲ, არამედ საქმეთაებრ მიეგების თითოეულსა.
მოციქულისაჲ: ნურას ვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი (6,3).
თარგმანი: ესრეთვე ჰნებავს მოციქულსა მოწაფეთაჲცა, რაჲთა, ვითარ-იგი თჳთ ყოვლით კერძო განაკრძალებს ცხორებასა თჳსსა და არავის წინააღმდგომთაგანსა უტევებს გინა ადგილ-სცემს, რაჲთა გმობითა ქადაგისაჲთა დააკნინონ ქადაგებაჲცა იგი მისი; ამისთჳსცა არა ხოლო საქმისა, არამედ არცაღა გულისსიტყჳსა იჭუსა დაუტევებს ვის თანა თავისა თჳსისათჳს. ეგრეთვე მოწაფენიცა სარწმუნოებისა ჭეშმარიტისანი მოღუაწე იყვნენ მოგებად ცხორებისა პატიოსნისა და ყოვლისაგან ბიწისა განშორებულისა, რაჲთა არა ბოროტებითა საქმეთა თჳსთაჲთა ადგილ-სცენ წინააღმდგომთა გმობად სარწმუნოებისა ვითარცა თქუმულ არს: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" ().
მოციქულისაჲ: არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისმსახურთა (6,4).
თარგმანი: არა ხოლო ბიწისაგან თავისუფლებასა, არამედ ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსებასა ეძიებს, რაჲთა არა ხოლო კაცთა წინაშე სახილველად, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა, დაფარულთა მხედველისა, სრულებით მოიგონ, სიტყჳთ და საქმით, ნაყოფი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელი-ესე მაშინ საცნაურ არს, რაჟამს სწორებით მოღუაწე იყოს კაცი სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა.
მოციქულისაჲ: მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა (6,4).
თარგმანი: ამიერითგან იწყებს და შემდგომითი-შემდგომად აღჰრაცხს ნაყოფთა ღმრთისმსახურებისათა; ესე იგი არს, რაჲთა ახოვნად თავს-იდებდენ ყოველსავე შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, და ესრეთ წარუდგინნენ ყოველთა კაცთა თავნი მათნი, უცილობელად და ჭეშმარიტად ღმრთისმსახურთა.
მოციქულისაჲ: იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა (6,4-5).
თარგმანი: იწროება არს ჭირი ესევითარი, რომლისაგან განრომაჲ უღონო იყოს; ხოლო ტანჯვა - შემთხუევაჲ წყლულებისაჲ; პყრობილება — შეწყუდევაჲ სახლსა შინა, ხოლო შფოთება — დევნულებაჲ ადგილითი-ადგილად, რაჟამს დევნულსა მას არა აქუნდეს ადგილი დადგრომისაჲ.
მოციქულისაჲ: შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა და სიწმიდითა (6,5-6).
თარგმანი: ზემოთქუმულნი იგი — სხუათა მიერ შემთხუეულნი ძჳრნი იყვნეს, ხოლო ესენი, რაჲთა არა კმა-იყოფდეს სხუათა მიერსა, არამედ თჳთცა სტანჯვიდეს თავსა თჳსსა შრომითა ჴელთსაქმრისაჲთა და ქადაგებისათჳს მიმოსლვისაჲთა, მღჳძარებითა, მარხვითა და სიწმიდითა (არა ხოლო ჴორცთა, არამედ გონებისაჲთაცა, რაჲთა უსასყიდლოდ ქადაგებდეს სახარებასა.
მოციქულისაჲ: მეცნიერებითა და სულგრძელებითა (6,6).
თარგმანი: მეცნიერებად უწოდს არა გარეშესა მას საწარმართოსა, არამედ ზეგარდამო ღმრთივსწავლულსა, რაჲთა არარას ზედა იქადდეს ეგევითარსა, რომელსა ზედა იქადიან ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი, არამედ უფროჲსღა ყოველსავე შინა სულგრძელებითა შეიმკვებოდის.
მოციქულისაჲ: სიტკბოებითა და სულითა წმიდითა (6,6).
თარგმანი: დიდი საქმე არს, რაჲთა კაცი შემთხუევასა ზედა ჭირთასა არა ხოლო მოთმინე და თავსმდებელ, არამედ ტკბილ და სახიერცა იყოს. ხოლო ესე ყოველნი ვერვინაჲთ სხჳთ წარსამართებელ არიან თჳნიერ შეწევნითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულისაჲ: სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთ ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა (6,6-7).
თარგმანი: ესე არს მიზეზი ყოველთა კეთილთაჲ და მომატყუებელი ნიჭსა სულისა წმიდისასა, რაჲთა შეუორგულებელი სიყუარული მოიგოს კაცმან ღმრთისა მიმართ და მოყუსისა. ხოლო სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ არს ყოვლად განყოფილი ცრუმოციქულთა მათგან და ცრუმოძღუართა, რაჲთა არარას ზაკუვასა შეჰრევდეს სიტყუასა ღმრთისასა, რაჲთამცა სხუასა იტყოდა პირითა და სხუაჲ აქუნდა გულსა, ანუ საქმენი მისნი არა ეწამებოდინ სიტყუათა მისთა, ანუ ცვალებასა თანა ჟამთასა სცვალებდეს სიტყუათაცა მოძღურებისათა. ამის ყოვლისა ბიწისაგან თავისუფალ ყოფაჲ ვერვინაჲთ სხჳთ წარმართებად ქადაგა მოციქულმან თჳნიერ ძალითა ღმრთისაჲთა, განმაძლიერებელითა უძლურებისა ჩუენისაითა, რამეთუ მარადის ყოვლისა კეთილისა სრულებასა მას მიაჩემებს.
მოციქულისაჲ: საჭურველითა მით სიმართლისაჲთა, მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა (6,7).
თარგმანი: რაჟამს ორივე ჯეროვნად იჴმარებოდის და ორივე საჭურველ სიმართლისა იქმნებოდის, მარჯუენეცა და მარცხენეცა, ესე არს საქებელ. ხოლო არა ცოდვისა და სიმართლისათჳს არს აწ სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით მარცხენე და მარჯუენე არიან; ცოდვაჲ უკუე — სავლტოლველ, ვითარ-იგი უფალი გუამცნებს ლოცვად, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო სიმართლე — საძიებელ, მისვე მბრძანებელისა მიერ, ვითარმედ "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა" (). და ესე ორნივე ჭეშმარიტებითნი მარჯუენე საძიებელ არს, რამეთუ სათნოება არს, ხოლო მარცხენე —სავლტოლველ, რამეთუ ცოდვა არს. გარნა აწ მოციქული არა ჭეშმარიტთა მათ იტყჳს, არამედ კაცთა მიერ საგონებელთა, ვითარ-იგი მარჯუენედ უწოდენ დღეკეთილობასა, ხოლო მარცხენე — ჭირთა და განსაცდელთა, და ამათ ორთავე საჭურველად სიმართლისა ჴუმევაჲ ესრეთ იქმნების, რაჟამს არცა მარჯუენედ სახელდებულსა მას ზედა დღეკეთილობასა ვზუაობდეთ და უწესოდ წარვაგებდეთ სიმდიდრესა, არცა მარცხენედ სახელდებულისა მისთჳს შემთხუევისა ძჳრთაჲსა სულმოკლე და დაჴსნილ ვიქმნებოდით.
28 მოციქულისაჲ: დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა (,8).
თარგმანი: ესე არიან ზემო თქუმულნი იგი მარჯუენედ და მარცხენედ სახელდებულნი დიდებაჲ და გინებაჲ გმობაჲ და ქებაჲ. ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ დიდებასა საჭურველად სიმართლისა იჴუმევს ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ არა ხოლო გინებათა ოდენ და გმობათა თავს-დებითა განავრცობს სასყიდელსა და ძალსა ქადაგებისასა, არამედ დიდებითაცა და ქებითა, რამეთუ რაჟამს ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ იდიდებოდის და იქებოდის, უმრავლესნი შეეძინებიან მომავალნი და შემწყნარებელნი მოძღურებისა მისისანი, და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს ესევითართა მათ პატივთა შინა აღუზუავებელ იყოს ქადაგი იგი ჭეშმარიტებისაჲ.
მოციქულისაჲ: ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი; ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი (6,8-9).
თარგმანი: ესეცა მათვე მარჯუენეთა და მარცხენეთაგანნი არიან, რაჟამს მაცთურ სახელ-ედებოდის მაცხოვარსა სულთასა, და უცნაურ იწოდებოდის შესწავებული იგი კაცთა შორის, ვიეთგანმე ესრეთ, და ვიეთგანმე ესრეთ, ხოლო იგი ორსავე მარჯუენედ და საჭურველად სიმართლისა იჴუმევდეს; არცა მას ზედა აღზუავებითა, და არცა ამას შინა სულმოკლებითა; ესე იგი არიან ქებანი და გინებანი.
მოციქულისაჲ: ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი (6,9).
თარგმანი: სიკუდილსა იტყჳს მოსწრაფებისაგან წინააღმდგომთაჲსა შემთხუევითა ძჳრთა და განსაცდელთაჲთა, ხოლო ცხოველ ყოფასა — უვნებელად დაცვითა ღმრთისა მიერ, რომელი-იგი გუსწავლის სწავლით, ხოლო არა მიგჳშუებს სიკუდიდ, ჴმისაებრ საწინაჲსწარმეტყუელოჲსა.
მოციქულისაჲ: ვითარცა მწუხარენი, და მარადის გჳხარის (6,10).
თარგმანი: იხილე ახოვნებაჲ სულისა მის სამოციქულოჲსაჲ; ვითარ ესოდენნი ძჳრნი შეემთხუეოდეს წინააღმდგომთა მიერ, რომელთაგან საგონებელ იყო შეწუხებად, ხოლო იგი, არა ოდენ შეუწუხებელად, არამედ ფრიადითაცა მხიარულებითა თავს-იდებდა ყოველსავე, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის ყოველივე იგი.
მოციქულისაჲ: ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განგამდიდრებთ; ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს (6,10).
თარგმანი: ესე სიტყვანი ორისათჳსვე გულისჴმა-იყოფებიან ზოგად —სულიერისათჳსცა და ჴორციელისა სიმდიდრისა, რამეთუ დაღაცათუ უპოვარ იყო ჴორციელთა საფასეთაგან, არამედ ყოველთა განამდიდრებდა სულიერითა მით საფასითა ზეცისა საიდუმლოთაჲთა, რამეთუ ვინმცა უმეტეს იყო მისსა ყოვლისავე ქონებითა, რომელი-იგი არა ხოლო სხუათა მიერ სმენილთა და ცნობილთა, არამედ უსმენელთაცა და გამოუთქუმელთა სიტყუათა სმენითა უნაკლულო იყო; და კუალად, მასვე ჴორციელად უღონოსა თავით თჳსით, ესოდენი ჴელმწიფებაჲ აქუნდა საფასეთა ზედა და სიმდიდრეთა ყოველთა მორწმუნეთასა, ვითარ-იგი თჳთ ეწამების, ვითარმედ: შესაძლებელ თუმცა იყო, თუალთაცა აღმოიჴდიდეს მისაცემელად მისსა.
მოციქულისაჲ: პირი ჩუენი აღებულ არს თქუენდა მიმართ, კორინთელნო (6,11).
თარგმანი: ვინაჲთგან წარმოასრულა თხრობაჲ მოქალაქობისა და ღუაწლთა თჳსთაჲ, და ენება დაწყებაჲ სიტყუათა სწავლისათაჲ, რაჲთა სახედ მიცემასა თანა თავისა თჳსისასა სიტყუანიცა სწავლისანი წინა-უყვნეს მათ, ამისთჳს დასაბამად სიტყჳსა განუცხადებს საზომსა სიყუარულისასა, რომელი აქუს მათდა მიმართ, ვითარმედ: ესოდენ მიყუართ, რომელ არა ჰნებავს პირსა ჩემსა, რაჲთამცა არა სამარადისოდ აღებულ იყო თქუენდა მიმართ მეტყუელებად.
მოციქულისაჲ: და გული ჩუენი განვრცომილ არს (6,11).
თარგმანი: ვითარცა-იგი ცხელსა წყალსა ჩუეულებაჲ აქუს განვრცელებად თხიერთა, ეგრეთ იყო მჴურვალებაჲ იგი პავლეს შორის მყოფისა მის სიყუარულისაჲ, რომელსა ესოდენ განევრცო სული მისი, ვიდრეღა არა ხოლო პირითა ზრახვიდა მათ, არამედ გულსა შინა თჳსსა დაეტია ეგოდენი იგი სიმრავლე ერისაჲ.
მოციქულისაჲ: არა შეიწრებულ ხართ ჩუენ მიერ, არამედ შეიწრებულ ხართ ნაწლევთაგან თქუენთა (6,12).
თარგმანი: ამას ადგილსა სიმშჳდით ამხილებს, ვითარმედ: არა შესწორებულად ამისისა სიყუარულისა უყუარდა მათ იგი; ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ არა სრულიად გძაგ და განგიშორებიე, არამედ გაქუს სიყუარული ჩემი თქუენ შორის, არამედ არა ფართოებითვე; რამეთუ, უკუეთუ ეგოდენი ეგე სიმრავლე ერთა და ქალაქისაჲ შეუიწრებელად დამიტევიეთ ჩემ შორის ფრიადითა ფართოებითა, არა სადმე ჩემისა სიდიდისაგან არს იწროებით ქონებაჲ ეგე ჩემი თქუენ შორის, არამედ იწროებისაგან და სულმოკლებისა გონებათა თქუენთაჲსა. რამეთუ ესევე არს სიტყუაჲ იგი, რომელ სხუასა ადგილსა ეტყჳს, ვითარმედ: "რაოდენ უფროჲს მიყუართ, თქუენ უმცირეს გიყუარ მე".
მოციქულისაჲ: მასვე სასყიდლის კუალად-გებასა ვითარცა შვილთა გეტყჳ: განვრცენით თქუენცა (6,13).
თარგმანი: დაღაცათუ არა სწორ არს შეყუარებაჲ პირველად შემყუარებელისა მისისაჲ, რამეთუ მეორედობითა და უკუანაჲსკნელობითა დაკლებულ იქმნების სწორებისაგან, გარნა მე არასვე გამოვიწულილავო ამათ პირთათჳს, — იტყჳს მოციქული, — თჳნიერ ამას ოდენ, რაჲთა ვითარცა შვილთა მამისაგან, ჩემგან მიიღოთ დასაბამი ამის საქმისაჲ, და სასყიდლად შეუიწრებელისა ამის ფართოებით სიყუარულისა ჩემისა გაჰვრცნეთ თქუენცა ფართოებით სიყუარულად და დატევნად ჩემ ერთისა, მრავალთა ჩემ შორის დამტევნელისა.
მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა (6,14).
თარგმანი: ზემო აჩუენა, ვითარმედ, ვითარცა შვილნი — მამისა, ეგრეთ თანამდებ არიან შეყუარებად მისსა; ხოლო აწ უჩუენებს, ვითარმედ: ესე არს შეყუარებაჲ ჩემი, რაჲთა არა მისდრკებოდით ურწმუნოთა კერძო; რამეთუ მეუღლებაჲ ესე უღლისაგან თქუა სასწორთაჲსა, რომელნი-იგი მიერ კერძო მიდრკიან, ვინაჲ უმძიმესი იყვის; ხოლო აწ მოციქულსა ესრეთ ჰნებავს, რაჲთა არა თანააღმწონელ აღმწონელ იყვნენ მორწმუნენი ურწმუნოთა, არცა მასვე და ერთსა გულისჴმის-ყოფასა მათსა შემოიღებდენ საღმრთოთა საქმეთა შინა.
მოციქულისაჲ: რამეთუ რაჲ მოყუსობაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისაჲ, ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისაჲ? (6,14).
თარგმანი: თანა-შეტყუებითა ამათ სახელთაჲთა ცხად-ჰყოფს უსწოროებასა ურწმუნოთა და მორწმუნეთასა. მათ უწოდს უშჯულოება და ბნელ, ხოლო ამათ — სიმართლე და ნათელ.
მოციქულისაჲ: ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტესი ბელიარის თანა? (6,15).
თარგმანი: ებრაელთა ენითა არს სახელი ბელიარისი, რომელი გამოითარგმანების განდგომილად.
მოციქულისაჲ: ანუ რაჲ ნაწილი უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა? (6,15).
თარგმანი: იგი ყოველნი სახენი იყვნეს, ხოლო აქა ცხად-ჰყოფს, ვითარმედ, ვითარ-იგი პირველ თქუმულნი სახენი შეუტყუებელ არიან ურთიერთას, ეგრეთვე ურწმუნოჲ და მორწმუნე.
მოციქულისაჲ: ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისაჲ კერპთა თანა? (6,16).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ურწმუნონი ტაძარ კერპთა არიან, ხოლო თქუენ — ტაძარ ღმრთისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. (6,16).
თარგმანი: ვინაჲთგან უწოდა მათ ტაძარ ღმრთისა —საკჳრველი ესე და დიდი სახელი, ამისდა მოწამედ და დასამტკიცებელად შემოიღებს სიტყუასა იერემია წინაჲსწარმეტყუელისასა რომელი-იგი ჩუენ შორის დამკჳდრებითა ტაძარ მისსა ყოფასა ჩუენსა დაამტკიცებს, ხოლო ჩუენ თანა ქცევაჲ —ჩუენდა მომართ წყალობასა და ჩუენგან განუშორებლობასა მისსა, რომლითა ვიქმნებით ერ ღმრთისა და მეუფისა ჩუენისა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ, და ვიყო მე თქუენდა მამა, და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი (6,17-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ტაძარ ღმრთისა ყოფაჲ დაუმტკიცა პირითა იერემიაჲსითა, აწ კუალად ესაიაჲს მიერ ასწავებს ღონესა, თუ ვითარითა ვინ სახითა იქმნეს ტაძარ ღმრთისა: პირველად ამას, რაჲთა განეშოროს ურწმუნოთაგან და განეყოს მახლობელობასა სულისა მისისა მავნებელთასა; ამისსა შემდგომად არა ხოლო ქმნასა არაწმიდებისასა, არამედ ყოვლად შეხებასაცა მისსა განეყენოს, რამეთუ ამათ ესევითართაგან განშორებაც ღირს გუყოფს ჩუენ პოვნად, რაჲთა გუაქუნდეს სავანე ღმრთისა თანა, და იგი იყოს ჩუენდა მამა, ხოლო ჩუენ — ძეებ და ასულებ მისსა. იხილე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებაჲ შვილებისა ამის მადლსა, რომელი მომენიჭა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ და ნათლისღებისა.
მოციქულისაჲ: ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა (7,1).
თარგმანი: ვითარმცა ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან გუქონან აღთქუმანი ესე ზემო წარმოთქუმულნი - ტაძარ და შვილ ღმრთისა ყოფაჲ და ერ მისსა წოდებაჲ - განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, ვითარცა შუენის ტაძარსა ღმრთისასა. ხოლო განწმედაჲ იგი ნუმცა ჴორცთამდე ოდენ დადგების, არამედ სულისამდეცა მიიწეოდენ რამეთუ სიძვაჲ და მრუშებაჲ და კაცისკლვაჲ და მსგავსნი ამათნი ჴორცთა შეაგინებენ, ხოლო სულსა - ბილწნი გულისსიტყუანი, გულისთქუმაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრისჴსენებაჲ და მსგავსნი ამათნი.
მოციქულისაჲ: აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა (7,1).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა კმა არს განყენებაჲ ოდენ ბოროტისაგან, არამედ გჳჴს ქმნაჲცა კეთილისაჲ, რომელ არს აღსრულებაჲ სიწმიდისაჲ. ხოლო სიწმიდე ზიარი სახელი არს ყოველთა სათნოებათაჲ, რომელ არს საქმით და გონებით წმიდა ყოფადი, რომელი-იგი შიშისა მიერ ღმრთისა იქმნების, რაჲთა ეშინოდის კაცსა ღმრთისა, და მისთჳს მუშაკ იყოს სიწმიდისა. და კუალად, სიწმიდე შიშითა ღმრთისაჲთა აღსრულებული არს, რაჲთა არარას ვიქმოდით საჩუენებელად კაცთა, არამედ ღმრთისმოშიშებისა გულისსიტყჳსათჳს იყოს ყოველი ქველისსაქმე ჩუენი.
მოციქულისაჲ: შემინდვეთ ჩუენ; არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ (7,2).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ნაცვალად "შემინდვეთისა", ვითარმედ: დამიტიენით ჩუენ; რამეთუ, ვინაჲთგან ზემო მხილებით ეზრახა, ვითარცა ნაკლულევანთა სიყუარულისაგან, ესე იგი იყო მიდრეკაჲ ამისგან, რომელი-ესე ქადაგი არს ჭეშმარიტებისაჲ და თანა-აღრევაჲ წარმართთა ურწმუნოთაჲ, რამეთუ ამის ყოვლისათჳს უწოდდა მათ შეიწრებულად ნაწლევითა. ამისთჳს მაშინ ეტყოდა, ვითარმედ "განვრცენით". ხოლო აწ კუალად სიყუარულისა სიტყჳთა აღსძრავს, ვითარმედ: "დამიტიენით ჩუენ", რამეთუ არავისსა შემაიწრებულ ვართ, ვითარმცა გუევნო ვისდამე ანუ განგუეხრწნა ქველისსაქმე უსასყიდლოდ ქადაგებისაჲ, მის წილ მოხუეჭითა საჴმართაჲთა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცრუმოციქულთა მათცა და ცრუმოძღუართა მათთა ამხილებს, რომელნი საფარდულ საჴმართა მოგებისა ჰყოფდეს სიტყუასა მოძღურებისასა.
მოციქულისაჲ: არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაჲსწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად (7,3).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა განსაკითხავად თქუენდა ვიტყჳ, რაჲთამცა დაგასაჯე რაჲმე; რამეთუ წინაჲწარ მითქუამს, ვითარმედ: გულსა შინა ჩემსა მაქუთ თქუენ, არა ლიტონითა სიყუარულითა, არამედ თანა-მოსიკუდიდ, რომელ არს ჭირთა შინა სიკუდილადმდე თანა-ლმობაჲ, რომელი-ესე უდარესი არს, და თანა-ცხორებად, რომელ არს სიხარული წარმატებათა ზედა, რომელი-ესე უმაღლეს არს, და მცირედთაჲ არს, რაჲთამცა თანა-უხაროდა კეთილსა ზედა მოყუასთასა და არა ეშურებოდა მათ.