თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ტაძარ ღმრთისა ყოფაჲ დაუმტკიცა პირითა იერემიაჲსითა, აწ კუალად ესაიაჲს მიერ ასწავებს ღონესა, თუ ვითარითა ვინ სახითა იქმნეს ტაძარ ღმრთისა: პირველად ამას, რაჲთა განეშოროს ურწმუნოთაგან და განეყოს მახლობელობასა სულისა მისისა მავნებელთასა; ამისსა შემდგომად არა ხოლო ქმნასა არაწმიდებისასა, არამედ ყოვლად შეხებასაცა მისსა განეყენოს, რამეთუ ამათ ესევითართაგან განშორებაც ღირს გუყოფს ჩუენ პოვნად, რაჲთა გუაქუნდეს სავანე ღმრთისა თანა, და იგი იყოს ჩუენდა მამა, ხოლო ჩუენ — ძეებ და ასულებ მისსა. იხილე წინაჲსწარმეტყუელისა მიერ წინამოსწავებაჲ შვილებისა ამის მადლსა, რომელი მომენიჭა ჩუენ სარწმუნოებისა მიერ და ნათლისღებისა.
2 კორინთელთა მიმართ 6:18
17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6