მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:2

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იტყჳს: ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შევეწიე შენ. აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ; აჰა ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაჲ (6,2).:

თარგმანი: სიტყუათა მიერ ესაიაჲსთა თქუმულ არს ესე უფლისა მიერ, რომელი-ესე ჟამიერად საწამებელად შემოიღო მოციქულმან, რაჲთა დაუმტკიცოს ყოველთა კაცთა, ვითარმედ საწუთროჲ ესე ჟამი არს შეწყნარებისა და დაგებისა ღმრთისაჲ, და აწვე ჯერ-არს მოქცევაჲ და სინანული, ოდეს-ესე მოუცემიეს დროჲ შენანებისაჲ და აღუთქუამს შეწყნარებაჲ მონანულისაჲ და ღირს-ყოფაჲ ცხორებასა; რამეთუ ესე არს დღე, ვიდრეღა ვიყვნეთ ჴორცთა ამათ შინა, რომელსა შინა დაღაცათუ ბევრეულნი ცოდვანი აქუნდენ, უკუეთუ ოდენ მოიქცეს, შეიწყნარებს მონანულსა და ისმენს ვედრებით თხოვასა ცოდვათა შენდობისასა; და პირველ თხოვისა აღუთქუამს მიცემასა სათხოელისასა. ამისთჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ვისმინე და შეგეწიე" (). ხოლო მერმესა მას სამშჯავროსა არღარა იქმნების მიტევებაჲ აქავე შეუნანებელთა ცოდვათაჲ, არამედ საქმეთაებრ მიეგების თითოეულსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის