მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:9

8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი.9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი;
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი; ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი (6,8-9).:

თარგმანი: ესეცა მათვე მარჯუენეთა და მარცხენეთაგანნი არიან, რაჟამს მაცთურ სახელ-ედებოდის მაცხოვარსა სულთასა, და უცნაურ იწოდებოდის შესწავებული იგი კაცთა შორის, ვიეთგანმე ესრეთ, და ვიეთგანმე ესრეთ, ხოლო იგი ორსავე მარჯუენედ და საჭურველად სიმართლისა იჴუმევდეს; არცა მას ზედა აღზუავებითა, და არცა ამას შინა სულმოკლებითა; ესე იგი არიან ქებანი და გინებანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის