თარგმანი: სიძვითა დაცემულთა მათ უწოდს მავნებელ და ვნებულ, ვითარ თჳთვე ავნეს ურთიერთას და ვნებულ-ყვნეს თავნი თჳსნი. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: დაღათუ პირი მსიძავთაჲ მათ იყო რეცა მიზეზ მოწერისა თქუენდა, არამედ მე არა ხოლო მათთჳს მოვწერე, რაჲთა შეინანონ, გარნა რაჲთა სიყუარულიცა გულისა ჩემისაჲ, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ წინაშე ღმრთისა ყოველთა მხედველისა, ესე წინაშე ყოველთა განვაცხადო. რამეთუ შემეშინა, ნუუკუე სიბოროტემან გზად დაისხნეს ცთომილნი იგი, და ვითარცა კარით შემოსავალით, ესრეთ შემოვიდეს და განეფინოს თქუენ ყოველთა შორის, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის. ამისთჳს ვაჩუენე მოსწრაფებაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თქუენი ჩუენთჳს თქუენდა მიმართ. ესე იგი არს სიყუარული ურთიერთასი, რომელი-იგი კეთილთა თჳსთა მიმოდასდებს მოყუარეთა შორის, მიზღვითა და უკმოზღვითა. ხოლო შენ აწინდელი ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: "არა მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა" — ნუ გგონიეს წინააღმდგომ პირველისა მის ებისტოლისა თქუმულსა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს" (
2 კორინთელთა მიმართ 7:12
11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.12. ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე.13. ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7