თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ, ნაცვალად "შემინდვეთისა", ვითარმედ: დამიტიენით ჩუენ; რამეთუ, ვინაჲთგან ზემო მხილებით ეზრახა, ვითარცა ნაკლულევანთა სიყუარულისაგან, ესე იგი იყო მიდრეკაჲ ამისგან, რომელი-ესე ქადაგი არს ჭეშმარიტებისაჲ და თანა-აღრევაჲ წარმართთა ურწმუნოთაჲ, რამეთუ ამის ყოვლისათჳს უწოდდა მათ შეიწრებულად ნაწლევითა. ამისთჳს მაშინ ეტყოდა, ვითარმედ "განვრცენით". ხოლო აწ კუალად სიყუარულისა სიტყჳთა აღსძრავს, ვითარმედ: "დამიტიენით ჩუენ", რამეთუ არავისსა შემაიწრებულ ვართ, ვითარმცა გუევნო ვისდამე ანუ განგუეხრწნა ქველისსაქმე უსასყიდლოდ ქადაგებისაჲ, მის წილ მოხუეჭითა საჴმართაჲთა. რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ცრუმოციქულთა მათცა და ცრუმოძღუართა მათთა ამხილებს, რომელნი საფარდულ საჴმართა მოგებისა ჰყოფდეს სიტყუასა მოძღურებისასა.
2 კორინთელთა მიმართ 7:2
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7