მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:3

2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ.3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაჲსწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად (7,3).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა განსაკითხავად თქუენდა ვიტყჳ, რაჲთამცა დაგასაჯე რაჲმე; რამეთუ წინაჲწარ მითქუამს, ვითარმედ: გულსა შინა ჩემსა მაქუთ თქუენ, არა ლიტონითა სიყუარულითა, არამედ თანა-მოსიკუდიდ, რომელ არს ჭირთა შინა სიკუდილადმდე თანა-ლმობაჲ, რომელი-ესე უდარესი არს, და თანა-ცხორებად, რომელ არს სიხარული წარმატებათა ზედა, რომელი-ესე უმაღლეს არს, და მცირედთაჲ არს, რაჲთამცა თანა-უხაროდა კეთილსა ზედა მოყუასთასა და არა ეშურებოდა მათ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის