მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:4

3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ.4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრავალი კადნიერება მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს (7,4).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა დასაშჯელად თქუენდა განვავრცენ სიტყუანი მხილებისანი, არამედ რამეთუ ფრიადი კადნიერებაჲ მაქუს სიყუარულისა თქუენისა მიმართ; არცა განწირვით გეტყოდე მეუღლე-ყოფასა ურწმუნოთასა, არამედ, ვინაჲთგან მრავალი სიქადული მოგიცემიეს ჩემდა კეთილთა საქმეთა თქუენთაგან, მნებავს, რაჲთა ამასცა ზედა ვიქადო, რაჟამს თქუენ განჰმართოთ ცთომილებაჲ ესე.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის