მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 7:9

8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით.9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
2 კორინთელთა მიმართ თავი 7
9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.
თავი ჱ̂. ქებაჲ კორინთელთა მორჩილებისა და სიყუარულისაჲ, რომლითა-იგი მხიარულ იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ ჟამ ერთ, აწ მიხარის; არა თუ რომელ შეგაწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად (7,8-9).:

თარგმანი: ყოველივე ესე ქებაჲ სიტყუათა მათ შუენოდა სამოციქულოჲსა მოძღურებისათა, ვითარცა ძლიერთა წამალთა, უჩინო-მყოფელთა წყლულებისათა; არამედ მოციქული თჳსსაცა და მათსაცა ყოველსა წყალობით მათ მიაჩემებს, რაჲთა ყოვლით კერძო აჩუენოს აღმამაღლებელი იგი სხუათაჲ სიმდაბლე თჳსი! ამისთჳს შეწუხებაჲ ებისტოლესა აჩემა, ხოლო ნაყოფი სინანულისაჲ, რომელ ყო შეწუხებამან, იგი მათ განუკუთნა და თავისა თჳსისათჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს მიხარის შეწუხებაჲ თქუენი, რამეთუ შურ-ვიგებ, არამედ ამისთჳს, რამეთუ ტკივილი იგი შეწუხებისაჲ ჟამ ერთ იყო, და ნაყოფი იგი მისი სინანულისა-მიერი — საუკუნო.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის