თარგმანი: ესოდენი სახე წინა-დამიც თქუენდა, არამედ არავე გაიძულებ, თჳნიერ ვაზრახებ; ხოლო გაზრახებ მიცემასა ქველისსაქმისასა; არა თუ მიმღებელთა მათ, არამედ თქუენ მიმცემელთა უმჯობესისათჳს, რაჲთა ზოგს-რაჲმე გარდაიჴადოთ თანანადები მისი, რომელი-იგი ღმერთი იყო უხილავი, მოუგონებელი და გამოუთქუმელი, გარეშეუწერელი და მიუწდომელი, ნათელი მიუთხრობელი და დიდებაჲ შეუმსგავსებელი, და ჩუენთჳს ხატადმდე მონებისა დაგლახაკნა, რამეთუ არათუმცა იგი დაგლახაკებულ იყო, ჩუენ ვერ განვმდიდრდებოდეთ. ხოლო განვმდიდრდით მოტევებითა ცოდვათაჲთა, განწმედითა და შვილებითა, თჳთ მით სასუფეველითა ზეცათაჲთა. ამის ყოვლისა კეთილისა მომატყუებელი თჳთ იგი თავადი არს, რომელი აწ ითხოვს შენგან მცირესა ქველისსაქმესა; არა ცუდად, არცა პირველთა მათ ქველისსაქმეთა ოდენ გარდასაჴდელად, არამედ სასუმლისათჳსცა წყლისა გეტყჳს, ვითარმედ: არა წარგიწყმდეს სასყიდელი შენი.
2 კორინთელთა მიმართ 8:10
9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან.11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8