მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:2

1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გარდაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა (8,2).:

თარგმანი: იხილე მრავალსახე ესე თხზულებაჲ ქებისა მათისაჲ, ვითარ ესოდენ იყო სიმრავლე ჭირთა მათთაჲ, ვიდრეღა მიმყოვრებითა ჟამისაჲთა მისცა მათ უმეტესი გამოცდილებაჲ მოთმინებით თავს-დებად ჭირთა, რაჲთა არღარა შეუწუხებელად ოდენ, არამედ გარდამეტებულითა მხიარულებითა იყოფოდინ მათ შინა; და ვითარ-იგი ჭირმან სიხარული შვა, ეგრეთვე დიდძალმან მან სიგლახაკემან რომელი შემთხუეულ იყო მათდა თჳსთა ნათესავთაგან იავარყოფითა ნაქონებთაჲთა, გარდაჰმატა სიმდიდრე უხუებისა მათისაჲ, რამეთუ არა სიმრავლითა მისაცემელთაჲთა იქმნების უმეტესობაჲ მოწყალებისაჲ, არამედ სიმდიდრითა გონებისა უხუებისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის