თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ძალისაებრ ვეწამები, და ზეშთა ძალისაცა უმეტესად. ფრიადითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩუენ უბრძანეთ, არამედ მათ თჳთ გამოითხოვეს ჩუენგან ფრიადითა ვედრებითა, რაჲთა განუჩინოთ მათ საქმედ მსახურებაჲ წმიდათაჲ, რომელი-იგი ნამდჳლვე ამისთჳს უფროჲს საწადელ არს, რამეთუ მადლი არს ზეგარდამოჲ, და არა მიცემაჲ ოდენ, არამედ თანაზიარებაჲ; ვინაჲთგან მიცემითა საჴმართაჲთა თანა-ეზიარები ლოცვათა და მადლსა მათსა.
2 კორინთელთა მიმართ 8:3
2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით.3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8