მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:4

3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნებსით თჳსით. მრავლითა ვედრებითა მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ (8,3-4).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ძალისაებრ ვეწამები, და ზეშთა ძალისაცა უმეტესად. ფრიადითა ვედრებითა გუევედრნეს ჩუენ მადლსა მას და ზიარებასა წმიდათა მსახურებისასა მიღებად ჩუენგან. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ჩუენ უბრძანეთ, არამედ მათ თჳთ გამოითხოვეს ჩუენგან ფრიადითა ვედრებითა, რაჲთა განუჩინოთ მათ საქმედ მსახურებაჲ წმიდათაჲ, რომელი-იგი ნამდჳლვე ამისთჳს უფროჲს საწადელ არს, რამეთუ მადლი არს ზეგარდამოჲ, და არა მიცემაჲ ოდენ, არამედ თანაზიარებაჲ; ვინაჲთგან მიცემითა საჴმართაჲთა თანა-ეზიარები ლოცვათა და მადლსა მათსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის