მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:6

5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით.6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაჲსწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი (8,6).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვიხილე ესოდენი იგი წარმატებაჲ მათი, ამის მიზეზისათჳს ვევედრე ტიტეს მოსლვად თქუენდა, რაჲთა გულსმოდგინე გყვნეს არარაჲთ უდარეს ყოფად მაკედონელთასა, და ამით სახითა პირველ დაწყებული იგი მადლი თქუენდა მომართ მოსლვისაჲ უმეტესად სრულ ყოს. ხოლო პირველ დაწყებითა უმეტეს განუცხადებს მათ სიყუარულსა ტიტესსა ვითარმედ: "მან წინა-მისწრო ჩუენ და გულს-იდგინა წარმოსლვად თქუენდა მიმართ, რაჲთა ჯეროვნად აღგძრნეს არა უდარეს ყოფად მაკედონელთა. ხოლო ჩუენ ამას ოდენ ვევედრენით, რაჲთა წინადაწყებული იგი გულსმოდგინებაჲ თჳსი თქუენდა მიმართ სრულ-ყოს, სრულ-ყოფითა ამისცა მადლისაჲთა; რამეთუ ყოველსა ადგილსა მადლად უწოდს მოწყალებასა, ვითარცა ნიჭსა ზეგარდამოსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის