მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 8:9

8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს.9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 8
9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქვენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმსდიდრდეთ (8,9).:

თარგმანი: მადლად უწოდს, რამეთუ ჩუენ უმადლოთა და განმარისხებელთა მისთათჳს ესოდენ გარდაჰმატა მადლი თჳსი, ვიდრეღა მამულისა დიდებისა და სიმდიდრისაგან დაუკლებელად თავი თჳსი დააგლახაკა მიღებითა ჴორცთა ამათ სიგლახაკისა ჩუენისათაჲთა, რომლითა დაისაჯა და ჯუარს-ეცუა, რომელი-ესე უმეტეს დასაშჯელ არს ჩუენდა, უკუეთუ მან თავი თჳსი სიკუდიდ მისცა, რაჲთა განმამდიდრნეს ღმრთეებითა, ხოლო ჩუენ მის მიერ მოცემულთა ამათვე საფასეთაგან არა მივსცემდეთ მას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის