მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:10

9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ ბადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელმან-იგი მოსცის თესლი მთესვარსა და პური საზრდელად, მოგეცინ და განამრავლე6 თესლი თქუენი და აღაორძინენ ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ (9,10).:

თარგმანი: სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა ჯეროვნად უშიშ ჰყოფს მათ, რაჲთა არცა ერთსა ვის ეშინოდის, ნუუკუე ფრიადისა მიცემითა სხუათაჲთა თჳთ დაგლახაკნეს, რამეთუ ღმერთი, რომელი თესლსა არა მოაკლებს ჴორციელისა ამის სათესავისა მთესველთა და ჴორცთა ზრდის პურითა, ვითარ ნაკლულევან ყოს ჴელი სულიერთა თესლთა მთესველისაჲ, რომელი-იგი მოწყალებისათჳს წარაგებდეს მიცემულსა მას, არამედ სულიერსა თანა ჴორციელითაცა იეფობითა საჴმართაჲთა აღაორძინებს მის შორის ნაყოფთა სიმართლისათა, რომელ არიან სიმდიდრენი ქველისსაქმისანი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის