თარგმანი: ზემოჲთგანთა სიტყუათა სახისმეტყუელებით იტყოდა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: მოგეცინ და განამრავლენ თესლი თქუენი და აღაორძინენ ხუარბლები სიმართლისა თქუენისაჲ, რამეთუ მოწყალებისა თესლთა მიერ აღორძნდების სიმრავლე ხუარბლებისაჲ, რომელ არს მრავალნაყოფიერებაჲ სათნოებათაჲ, რომელთა ერთი იგი თესლი მოწყალებისაჲ მრავალთესლად ხუარბლად აღაორძინებს. ხოლო აწ უმეტესსა დაჰრთავს, რომელ არს ყოველსა შინა განმდიდრებაჲ, რაჲთა არა ხოლო უხუებით მომღებელ, არამედ უხუებითცა მიმცემელ ვიყვნეთ, და ესრეთ ყოვლით კერძო აღემატების ჩუენ მიერ მადლობაჲ ღმრთისაჲ, ყოვლით კერძოჲსა მისთჳს უხუებისა, რამეთუ რაჟამს ჩუენ განგუამდიდრნეს ღმერთმან, პირველად ჩუენ ვჰმადლობთ მოღებისა მისთჳს ნიჭთაჲსა; ამისსა შემდგომად, რომელნი ხედვიდენ ჩუენსა განმდიდრებასა და უხუებით მიცემასა, ზოგად უხუებით მიმღებელთა მათ თანა ქველისსაქმისათა მმადლობელ იქმნებიან ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ 9:11
10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ ბადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,
2 კორინთელთა მიმართ თავი 9