თარგმანი: უსაკუთრეს არს: და მათი იგი ვედრებაჲ თქუენთჳს, მოსურნეთაჲ თქუენდა აღმატებულისა მისთჳს მადლისა ღმრთისა თქუენ ზედა. ესე იგი არს, ვითარმედ: ამას მოქენე არიან და ითხოენ ღმრთისაგან, რაჲთა აღუვსოს სურვილი მათი ხილვითა თქუენითა. ხოლო სურის მათ თქუენთჳს, არა მიცემისათჳს საჴმართაჲსა, არამედ რაჲთა მხილველ იქმნნენ გარდამატებულებასა მას მადლისა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა.
13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9