მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:8

7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა (9,8).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველი მადლი გარდამატებად თქუენდა. "მადლად" უწოდს ზოგად ყოველსავე სულიერსა და ჴორციელსა; ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თქუენ ჴორციელისა რაჲსმე და კნინოდენისა მიმცემელთაჲ ყოველსავე შინა მადლსა განმდიდრებად თქუენდა; და წარმავალისა წილ წარუვალი, და საჭიროჲსა საჴმრისა წილ სხუათაცა უხუებით მისაცემელად მოგმადლოს თქუენ ყოველივე კეთილი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის