მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 მეფეთა 1:25

24. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.25. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.26. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
2 მეფეთა თავი 1
25. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის გაცივება:

...დატირებაშიც დავითი ამბობდა: „მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!“ (). „იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!“ ().

მაშ რა? ნუთუ მას შეშურდა მისი? არასგზით, თუმცა შეშურების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. როგორ? საქმეებიდან ხედავდა, რომ მეფობა დავითისკენ მოდიოდა, და მაინც არაფერი მსგავსი არ განუცდია; არ უთქვამს: „ეს არის ის, ვინც მამეულ მეფობას წამართმევსო", არამედ მას ხელისუფლებასაც უმზადებდა და მეგობრის გამო მამასაც არ ინდობდა. მაგრამ ნურავინ ჩათვლის მას მამისმგვემლად; რადგან მამას უსამართლოდ არ ექცეოდა, არამედ მის მზაკვრობებსა და უსამართლობებს აკავებდა. უფრო მეტად ინდობდა, ვიდრე უსამართლოდ ექცეოდა; არ მისცა მას ნება, უსამართლო მკვლელობამდე მისულიყო....

სრულად ნახვა