მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 მეფეთა 12:7

6. ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.7. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.8. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.
2 მეფეთა თავი 12
7. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ედა ესრეთ მისცა თავი თჳსი ცოდვასა და აჩუენა სახე უმადლოებისა და დაჴსნილობისაჲ. ამისთჳს აყუედრებდა ღმერთი და ეტყოდა: „არა მეფედ გცხეა და გიჴსენ შენ ჴელისაგან საულისა და მიგეც შენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდაჲსი? და უკუეთუ მცირე იყო ესე შენდა, სხუაჲცამცა შევჰმატე. და რაჲსათჳს ჰქმენ ბოროტი წინაშე ჩემსა?“ რამეთუ არა თუ ყოვლისავე ცოდვისა ერთი არს საშჯელი, არამედ მრავალი და ფრიად განყოფილი ჟამთაგანცა და პირთაგან და პატივთაგან და მეცნიერებისაგან და სხჳსა მრავლისა. და რაჲთა ცხად იქმნას სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ შორის ერთი რაჲმე ცოდვაჲ, და იხილეთ, რავდენი განყოფილებაჲ აქუს. და ამას არა თავით თჳსით ვიტყჳთ, არამედ საღმრთოთა წერილთაგან.

ვთქუათ სიძვისათჳს: ისიძვა ვინმე პირველ შჯულისა, - სხუაებრ იტანჯოს, და ამას მოასწავებს პავლე, ვითარმედ: „რავდენთაცა უშჯულოდ ცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“, ესე იგი არს, უადვილესად; ისიძვა ვინმე შემდგომად შჯულისა, - უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა იტანჯნენ“, ესე იგი არს, უძჳრესად; რამეთუ ბუნებითსა მას შჯულსა თანა იყოს წერილიცა იგი შემასმენელ მათა; კუალად, ისიძვა მღდელმან ვინმ...

სრულად ნახვა