2 მეფეთა 13:3
2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.3. ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.4. უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.
2 მეფეთა თავი 13