2 მეფეთა 13:4
3. ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.4. უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.5. უთხრა იონადაბმა: ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს-თქო; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო.
2 მეფეთა თავი 13