მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 მეფეთა 15:25

24. იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.26. თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.
2 მეფეთა თავი 15
25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...ილსა ეტყოდეს რაჲ მღდელნი, რაჲთა კიდობანსა მას მის თანა ავლებდეს, არა ჯერ-იჩინა, არამედ უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი და თქუა: „უკუეთუ მიჴსნას ღმერთმან განსაცდელთა ამათგან, ვიხილო შუენიერებაჲ მისი ტაძარსა შინა. ხოლო მრქუას თუ, ვითარმედ: არა გინებე შენ, იყავნ ჩემ ზედა, რაჲ-იგი სათნო არს მის წინაშე“.

იხილეა გული შემუსრვილი? და კუალად, რაჲ-იგი საულს ზედა ქმნა ერთ და ორგზის, არა დიდი იგი საზომი სრულებისაჲ აჩუენაა? რამეთუ არა ძუელსა ოდენ რჩულსა წარჰჴდა, არამედ მცნებათაცა სახარებისათა მიეახლა. არა შურს-იგებდა, არა განრისხნებოდა, არამედ ყოველსავე მადლობით შეიწყნარებდა ღმრთისაგან. ამისთჳსცა კუალად, აბესალომის ზე ხედვიდა რაჲ ურჩულოსა მას მამისა მბრძოლსა, ძმისა მკლველსა, მაგინებელსა და ბილწსა მჯდომარედ საყდართა სამეუფოთა და თავსა თჳსსა მეოტად, შეურაცხად და ნაკლულევანად, არა დაბრკოლდა, არცა იდრტჳნა, არამედ იტყოდა: უკუეთუ ესე სათნო არს ღმრთისა, რაჲთა იგი მეფობდეს და იშუებდეს და მე ვიდევნებოდე, მადლიერ ვარ და შემიწყნარებიეს. არა ქმნა, ვითარცა მრავალნი ჩუენგანნი იქმან: მოიწიოს რაჲ მათ ზედა მცირედი ჭირი ანუ განსაცდელი, მეყსეულად დრტჳნვიან და შურნ სხუათაჲ, რომელნი დღეკეთილობასა შინა იხილნიან და შუებასა. არამედ დავით არა ესრეთ იყო, არა დ...

სრულად ნახვა