📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).
აჰა ესერა მესამე დღე არს ესე, ვინაჲთგან ვიწყეთ სიტყუად და ჯერეთ დაწყებაჲ სახარებისაჲ ვერ განგიმარტეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვი-თარმედ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყუათასა. მოედით უკუე, ნაკლულევანებაჲ იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რაჲ წინაგჳც საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთჳს, თუ რაჲსათჳს იტყჳს მშობელთა მისთა, ვინაჲთგან არა აქუს ზიარებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ანუ რაჲსათჳს ყოვლადცა მითხოილ იქმნა მისდა ქალწული. არა უმჯობეს იყოა, რაჲთამცა სრულიად უთხოელ იყო, ვინაჲთგან უთესლოდ ეგულებოდა შობაჲ ქრისტესი? ამის უკუე ესევითარისათჳს ვთქუთ ზემოცა, ვითარმედ: ინება მახარებელმან, რაჲთა რჩულისაცა წესი დაიმარხოს, რომელი არა შეუნდობდა დედათა თესლ-ტომისა აღწერად, და ამისთჳს იოსებისთჳს ყო სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ესეცა რჩული იყო მტკიცე, რაჲთა სხჳსა ტომისაგან სხუასა ტომსა ვერ შეერთოს; ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა იოსებისი, ვითარმედ სახლისაგან დავითისა იყო, გამოჩნდებოდა, ვითარმედ ქალწულიცა მისვე სახლისაჲ იყო. თუ არა, ვერმცა მითხოილ იყო მისა.
აწ კუალად სხუაჲცა ვთქუა სიტყუაჲ და თუ რაჲსათჳს მიეთხოა ქალწული იოსებს; და ნუ ურწმუნო იქმნებით, რამეთუ არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ მამათა საკჳრველთა და აღვსებულთა სულითა წმიდითა. არა ენება ღმერთსა პირველ შობისავე გამოცხადებაჲ ჰურიათა შორის, ვითარმედ ქალწულისაგან იშვების ქრისტე, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა შეიწყნარებენ ურწმუნონი იგი და გულფიცხელნი; და სხუასაცა მრავალსა არა განცხადებულად ეტყოდა მათ ქრისტე პირველითგანვე; ამისთჳსცა ძედ კაცისა სახელ-სდებს თავსა და სწორებასა მას მამისასა არა მრავალგზის მიუთხრობდა განცხადებულად. რაჲ საკჳრველ არს, თუ ესეცა ინება პირველ დაფარვად დიდისა რაჲსმე განგებულებისათჳს. და რაჲ იყო განგებულებაჲ იგი? უკუეთუმცა განუთხოელად ეშვა ქალწულსა, არა დაირწმუნებდეს ჰურიანი, ვითარმედ უთესლოდ შვა, არამედ უკეთურებითა მათითა დასდვესმცა ბრალი მრუშებისაჲ და ქვაჲმცა დაჰკრიბეს; რამეთუ სხუათა მათ საქმეთაჲ აქუნდეს პირველყოფილნიცა სახენი და არავე ჰრწმენა ქრისტესი, არამედ ურცხჳნოჲთა მით გონებითა წინააღუდგებოდეს განცხადებულად; და ეშმაკთა რაჲ განასხამნ, ეშმაკეულად ხადოდეს, და შაბათთა რაჲ იქმნ კურნებასა, დამჴსნელად რჩულისა იტყოდეს და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, ვითარმედ პირველცა მრავალგზის დაიჴსნა შაბათი და იქმნეს სასწაულნი. უკუეთუმცა ესე ესმა, ვითარმედ ქალწულმან უთესლოდ შვა და ქალწულად ეგო (საქმე, რომელ არასადა სმენილ იყო დასაბამითგანთა მათ წელთა), რაჲმცა არა თქუეს, ანუ ოდესმცა თავს-იდვეს ყოვლადვე? უკუეთუ შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ძედ იოსებისა უწოდდეს, პირველ სასწაულთა ქმნისა ოდესმცა ჰრწმენა უგუნურთა მათ და მემრუშეთა საკჳრველი ესე დიდებული? და დაღაცათუმცა დაარწმუნა ვინ, არავემცა შეიწყნარეს.
და ამის საქმისა წამებაჲ და სახე სხუაჲცა მოგართუა, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ესრეთ იყო, და ესეცა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს მამათა მიერ თქუმული. ზაქარია წინაწარმეტყუელმან, მამამან წინამორბედისა იოვანესმან, რომელსა ახარა ანგელოზმან შობაჲ იგი ბერწისაჲ, რაჲთა საკჳრველსა მას დიდსა ქალწულისაგან შობისასა წინაუძღოდის უმცირესი ესე საკჳრველი - ბერწისა შობაჲ, ამან ზაქარია, ვინაჲთგან სავსე იყო სულითა მით წინაწარმეტყუელებისაჲთა ცნობად დაფარულთა, გულისჴმაყო შობაჲ იგი ქალწულისაჲ უთესლოდ და განუხრწნელი საიდუმლოჲ ესე დიდებული; და არა დააყენა დედაჲ იგი უქორწინებელი დგომად ტაძარსა შინა ქალწულთა თანა, რამეთუ იყო ადგილი განჩემებული ქალწულთათჳს დასადგომელად ტაძარსა შინა, სადა-იგი არა ჴელ-ეწიფებოდა ქორწინებულთა დადგომად. ხოლო იყო ადგილი იგი შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა განყოფილებაჲ. არა განაყენა უკუე უხრწნელი იგი დედაჲ შემდგომად შობისაცა კრებულისაგან ქალწულთაჲსა; და ასწავებდა ჰურიათა, ვითარმედ მეუფესა მას და დამბადებელსა ყოველთა არსთასა ჰმონებს კაცობრივიცა ბუნებაჲ, ვითარცა სხუანი ყოველნი ბუნებანი, და ვერ ჰმძლავრობს, თუმცა არა ჴელ-ეწიფებოდა ახლისა შობისა შემოღებაჲ, არამედ ძალ-უც და ჴელ-ეწიფების დედისა მის თჳსისა ქალწულად დამარხვად და შობაჲ უხრწნელი გამოჩინებად ქუეყანასა ზედა. ხოლო უმადლო-თა მათ ჰურიათა ესმოდა რაჲ, თუ მეუფე იშვების ყოველთაჲ ქალწულისაგან ჰურიასტანს შინა, და არა ენება საქმე ესე, რაჲთა არა ჴელმწიფებასა მისსა დაემორჩილნენ, ამისთჳს მღდელი იგი და წინაწარმეტყუელი, რომელი ესევითარსა ქადაგებდა შობისა მისთჳს დიდებულისა, შეასმინეს ჰეროდეს მიმართ და მოკლეს იგი; წინაშე საკურთხეველისა მის მღდელი მსხუერპლად შეწირეს.
ამისთჳს იქმნა მითხოაჲ იგი ქალწულისაჲ იოსებისა, რაჲთა ამისთჳს გარეგან იქმნას ყოვლისავე ბოროტისა იჭჳსაგან, და რაჲთა იყოს იოსებ მოწამე სიწმიდისა მისისა; რამეთუ ვინაჲთგან იოსებ კაცი იყო მართალი და სათნოჲ და შევიდავე იჭუსა ბოროტსა, უკუეთუმცა არა ანგელოზი ჩუენებულ იყო და ეუწყა ჭეშმარიტი, რაჲმცა არა თქუეს ურჩულოთა მათ და უმადლოთა ჰურიათა, უკუეთუმცა განუთხოელ იყო ქალწული? ანუ ოდესმცა ჰრწმენა შობაჲ ქალწულისაჲ უთესლოდ, საქმე, რომელი პირველთა მათ ნათესავთა შინა არა სმენილ იყო? იოსებს ჰრწმენა ანგელოზისა მიერ, ვითარმედ სულისაგან წმიდისა არს, და ვითარმედ ძე ღმრთისაჲ მოვიდა ქუეყანად, ხოლო ურწმუნოთა მათ, რომელნი მარადის წინააღმდეგ ქრისტესა იყვნეს, ვინმცა დაარწმუნა? ამისთჳსცა მოციქულთა იწყეს რაჲ ქადაგებად აღდგომისათჳს, ცხადად ქადაგებდეს, რამეთუ იყვნეს პირველქმნილნიცა სახენი მის საქმისანი, დაღაცათუ ესევითარნი არა იყვნეს. ხოლო ამას, თუ ქალწულისაგან იშვა, არა ესრეთ განცხადებულად ანუ ზედაჲსზედა იტყოდეს, და არცა თუ უქორწინებელმან მან დედამან იკადრა ყოველთა მიმართ თქუმად ესე. იხილე, ოდეს-იგი წინაშე ერისა ეტყოდა უფალსა ქალწული იგი წმიდაჲ, რაჲ ჰრქუა მას: „აჰა ესერა მე და მამაჲ შენი გეძიებდით შენ“,1 რამეთუ ეშინოდა ცილისწამებისაგან ჰურიათაჲსა. ამისთჳს არცა თუ ანგელოზნი უთხრობდეს ყოველთა საიდუმლოსა ამას დიდსა, არამედ მარიამს ხოლო აუწყეს და იოსებს. ხოლო მწყემსთა, ახარებდეს რაჲ, არარაჲ მიუთხრეს ქალწულებით და უთესლოდ შობისათჳს. ამის ესევითარისა საქმისათჳს იქმნა განგებულებით მითხოაჲ იგი, რაჲ-თა ქალწულებაჲცა პატივ-იცეს და ქორწინებაჲცა წესიერი არა შეურაცხ იქმნას. რამეთუ ქალწულებაჲ, ვითარცა პატიოსანი და წმიდაჲ, გამოირ-ჩია განმწმედელმან მან წმიდათამან და ტაძარსა მას შინა განუხრწნელსა დაიმკჳდრა. ხოლო მითხოისა მის მიერ გამოაჩინა, ვითარმედ წესიერიცა ქორწინებაჲ არა წინააღმდგომ არს. ხოლო თქუა ვინმე პირველთაგანმან მამათამან სხუაჲცა სიტყუაჲ, ვითარმედ: ამისთჳს იქმნა მითხოაჲ ქალწულისაჲ იოსებისა, რაჲთა დაეფაროს საიდუმლოჲ იგი განკაცებისა ღმრთისაჲ მთავარსა მას ბნელისასა ეშმაკსა. რამეთუ ვინაჲთგან ესმა მას წინაწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ“,2 მიერითგან მიმოვიდოდა, ვითარცა მსტოარი, და უმზერდა ქალწულთა, თუ ოდეს იხილოს ქალწული მიდგომილად, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად უფალი, დაჴსნად არს მისი იგი ბოროტი მეუფებაჲ; და ენება ბრძოლისა აღდგინებად ჰურიათა მიერ ქალწულსა მას ზედა, რომელიცა იხილოს თჳნიერ მამაკაცისა მიდგომილად, რაჲთა მოაკლვიოს იგი. ამისთჳს მიითხოა ქალწული, და უეჭუელ იქმნა იგი მისგან, იხილა რაჲ მითხოილად და ვერ ცნა განჴორციელებაჲ უფლისაჲ და მისისა მის ძალისა დაჴსნაჲ. ესე არიან მიზეზნი მითხოისა მის ქალწულისანი, ჩუენისა ამის გულისჴმის-ყოფისაებრ, და სხუაჲ მრავალი, რომელი უწყის მხოლომან უფალმან და რომელთაცა მან გამოუცხადოს. ვინაჲთგან უკუე ესრეთ განგებულებით მიეთხოა იოსებს, ამისთჳს მახარებელმან წესისა მისებრ რჩულისა აღწერნა მშობელნი იგი იოსებისნი და ამით გამოაჩინა, ვითარმედ ქალწულიცა ტომისაგან დავითისა იყო, ვინაჲცა იოსებ იყო, ვითარცა განაგო მოსე, რაჲთა არა მიეთხოებოდის სხჳთ ტომით სხუასა ტომსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აბრაჰამმან შვა ისააკი, ისააკმან შვა იაკობი, იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი“ (1,2).
1 ლუკ. 2,48. 2 ესაია 7,14.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს, აჴსენა რაჲ აბრაჰამი და თქუა, ვითარმედ: „შვა ისააკი, და ისააკმან - იაკობი“, არა აჴსენნა ძმანი მათნი, ხოლო მორაჲ-ვიდა იაკობისა, თქუა: „იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი“? ამისთჳს, რამეთუ არარაჲ აქუნდა მათ ნაწილი და ზიარებაჲ ერსა თანა ისრაჱლთასა, არამედ იყვნეს სარკინოზნი და ისმაიტელნი და არაბნი და სხუანი იგი ნათესავნი, რომელნი გამოვიდეს ისმაელის და ესავისაგან და შვილთაგან მათთა. ამისთჳს იგინი დაიდუმნა, რამეთუ ტომისა მისთჳს ისრაელთაჲსა, რომელთაგან იყო ქალწული იგი, დედაჲ ქრისტესი, ენება აღწერაჲ და გამოძიებაჲ. ამისთჳს თქუა: „იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი“, რამეთუ ამათგან განმრავლდა ნათესავი იგი იუდეანთაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, მახარებელო, რასა აღგჳჴსენებ საქმესა მას უჯეროებისასა? და რაჲ არს ესეო? - იტყჳს მახარებელი, - უკუეთუმცა კაცისა ლიტონისა ნათესავთა წარმოვიტყოდე, სამართლადმცა დავიდუმე ესევითარი; უკუეთუ კულა სიტყუაჲ ჩუენი უფლისა განჴორციელებულისათჳს არს, არა დადუმებაჲ, არამედ ქადაგებაჲ ესევითარისა მიღირს - გამოჩინებად მრავლისა მის სახიერებისა და ძლიერებისა მისისა, რამეთუ არა ამისთჳს მოვიდა, რაჲთა განიშოროს შეურაცხებაჲ ჩუენი და ყუედრებანი ჩუენნი, არამედ ამისთჳს, რაჲთა თავს-ისხნეს იგინი და განაქარვნეს; და ვითარცა არა რომელ სიკუდილი თავს-იდვა ოდენ, არამედ რომელ ჯუარცუმაჲცა დაითმინა, უმეტეს საკჳრველ იქმნა, დაღაცათუ საყუედრელ იყო საქმე იგი, არამედ რაოდენ საყუედრელ იყო, ესოდენ განითქუა კაცთმოყუარებაჲ მისი. ეგრეთვე შობასა მისსა ქალწულისაგან: არა ამისთჳს ოდენ გჳღირს განკჳრვებაჲ, რომელ ჴორცნი შეისხნა და კაც იქმნა, არამედ რომელ თავს-იდვა ნათესავსა მას შინა, რომლისაგან იშვა, ესევითართაჲ ყოფად და არასადა სირცხჳლ-იჩინა ჩუენი ესე უბადრუკებაჲ და შეურაცხებაჲ, რაჲთა ჩუენცა გუასწაოს არა სირცხჳლ-ჩინებაჲ შეურაცხებისათჳს გინა უკეთურებისა მშობელთა და თჳსთაჲსა, არამედ ერთისა ოდენ ძიებაჲ, რაჲთა ჩუენ წარვჰმართოთ სათნოებაჲ. რამეთუ რომელი აღმასრულებელი იყოს მცნებათა უფლისათა, ესევითარისა მის დაღაცათუ უცხოთესლი იყოს მშობელი, დაღაცათუ მეძავი ანუ ცოდვილი, არაჲვე ევნების; რამეთუ უკუეთუ თჳთ მეძავსა მას, მოიქცეს რაჲ და სიწმიდით ცხორებაჲ აღირ-ჩიოს, არა საყუედრელ და სავნებელ ექმნების პირველი იგი ცხორებაჲ, რაჲმცა ავნო ღმრთისმსახურსა და სათნოსა უკეთურებამან მშობელთამან? და არა ჩუენდა ოდენ სასწავლელად იქმს ამას, არამედ ჰურიათა ზუაობისა დაჴსნად, რამეთუ იგინი სათნოებასა მას სულიერსა და მცნებათა ღმრთისათა დამარხვასა უდებ-ჰყოფდეს და აბრაჰამს ხოლო აჴსენებდეს ზედაჲსზედა სიქადულად მათდა და ჰგონებდეს მისისა მის სათნოებისაგან განმართლებად. ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ არა ესევითარსა ზედა ჯერ-არს სიქადული, არამედ თავით თჳსით მოგებაჲ სათნოებისაჲ. ამას ყოველსა ზედა სხუასაცა საქმესა შეჰმზადებს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ყოველნი თანამდებ იყვნეს ცოდვასა: შვილნიცა და მშობელნი, რამეთუ აჰა ესერა მამათმთავარი იგი მათი, სახელოანი იუდა, რომლისაგანცა იუდეან ეწოდა ჰურიათა, არა მცირესა ბრალსა შთავარდა, რამეთუ წარმოდგომილ არს თამარ შესმენად სიძვისა მისისა. ეგრეთვე დავით სიძვითა მით მრუ-შებისაჲთა ურიისა ცოლისაგან შვა სოლომონი. კუალად სოლომონისთჳს არცა საჴმარ არს თქუმად, რამეთუ ყოველთა მიერ საცნაურ არს.
ხოლო უკუეთუ დიდთა მათ და სახელოანთა ვერ დაიმარხეს რჩული, უნდოთა და უდარესთათჳს რაჲ საძიებელ არს? ვინაჲთგან უკუე ვერვინ აღასრულა რჩული, ჩანს, ვითარმედ ყოველთა ცოდეს და ბრალეულ და დასასჯელ იქმნეს. ამისთჳს უკურნებელ რაჲ იქმნნეს კაცნი, საჴმარ იყო წამალი ძლიერი, ესე იგი იყო მოსლვაჲ ქრისტესი. ხოლო ათორმეტნივე ძენი იაკობისნი აჴსენნა, რაჲთა ამითცა მშობელთათჳს ზუაობაჲ ჰურიათაჲ დაჰჴსნას; რამეთუ მრავალნი ძენი იაკობისნი მჴევალთა ნაშობნი იყვნეს, არამედ განყოფილებამან მან მშობელთამან შვილთა შორის განყოფილებაჲ არა შემოიღო, არამედ ყოველნივე სწორად იქმნნეს მამათმთავარ და ტომთა წინამძღუარ. ხოლო ესე ეკლესიისაჲ არს წესი, ესე ჩუენისა ამის სარწმუნოებისა არს განგებაჲ, რომლისა წესი და სახე პირველითგან მოესწავებოდა. ამისთჳს გინა თუ მონაჲ ხარ, გინა თუ აზნაური, არცა რაჲ სარგებელი გაქუს აზნაურებისაგან, არცა რაჲ სავნებელი - მონებისაგან, არამედ ერთი არს საძიებელ - შიში ღმრთისაჲ და დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ. გარნა პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“. წინამდებარისა ამის პირისათჳს ჴელ-ყო სიტყუად მშობელთათჳს იოსებისთა, რაჲთა მის მიერ ქალწულისაცა მშობელნი საცნაურ-ყვნეს. სამართლად აჴსენა ფარეზ, ხოლო ზარა რაჲსათჳსღა შემოიღო შორის? ესე ამისთჳს, რამეთუ მოიწია რაჲ ჟამი შობისა თამარისი, პირველ გამოყო ჴელი ზარა; იხილა რაჲ ესე აღმქუმელმან, გამოაბა ჴელსა მეწამული, რაჲთა საცნაურ იყოს, თუ რომელი არს პირმშოჲ; და ვითარცა გამოაბა მეწამული იგი, შეყო კუალად ყრმამან ჴელი, და მეყსეულად გამოვიდა ფარეზ, და მერმეღა შვა ზარა. იხილა ესე აღმქუმელმან და განკჳრდა და თქუა: „ვითარ განეღო შენთჳს ღობე?“1 რამეთუ საკჳრველცა იყო. აწ იხილე საქმისა ამის ძალი, რამეთუ არა ცუდად აღწერილ არს; თუ არა, რად საჴმარ იყო ამისი აღწერაჲ, ვითარმედ ერთმან მან ყრმამან პირველად გამოყო ჴელი და მერმე შეიკრიბა და სხუაჲ იგი იშვა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? პირველად სახელისაცა თარგმანებაჲ ვიხილოთ, რამეთუ ფარეზ გამოითარგმანების „განყოფილებაჲ“ და „განკუე-თაჲ“; და კუალად ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებითი საქმე
1 დაბ. 38,29.
იყო გამოყოფაჲ ჴელისაჲ და კუალად შეკრებაჲ და მეორისადა გზა-ცემაჲ გამოსლვად, არამედ მომავალთა და ყოფადთა საქმეთა სახე იყო ყრმა-თა მათ შობაჲ განგებულებით. რამეთუ სხუათაცა თქუეს პირველ ჩუენსა, ვითარმედ ორისა მის ერისა სახე იყვნეს ორნი იგი ყრმანი; რამეთუ ვი-თარცა-იგი პირველ ჴელი გამოყო ერთმან მან და კუალად შეიკრიბა და სხუაჲ იგი იშვა და მერმეღა პირველი იგი სრულიად გამოვიდა, ეგრეთ იქმნა ორსა მას ერსა ზედა და ორსა მას რჩულსა: რამეთუ მოქალაქობაჲ ესე სახარებისაჲ გამოჩნდა პირველ მცირედ ჟამ დღეთა მათ აბრაჰამისთა და კუალად დაიფარა, და მოვიდა ერი იგი ისრაჱლთაჲ და რჩული მოსესი, და ამისა შემდგომად სრულიად გამოჩნდა ერი იგი ახალი წესითა მით ახლი-თა. ამისთჳსცა ამქუმელი იგი იტყოდა: „ვითარ განეღო შენთჳს ღობე?“ რამეთუ აზნაურებაჲ იგი მოქალაქობისა მის აბრამეანისაჲ დაფარა რჩულმან მან მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“;1 და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“;2 და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“.3 სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი მეძვისაჲო მოიგე შენ, ერო ჩემო“.4 არამედ იგი შესაკრებელი უმადლო იქმნა სიძისა მის მიმართ უკუდავისა და ეშმაკსა შეერთო, ხოლო ეკლესიაჲ ერთგზის განთავისუფლდა რაჲ წესთა მათგან მამულთა და შეერთო მეუფესა თჳსსა, განუყოფელად ეგო სიძისა მისგან, რომელი შუენიერ არს ხილვითა უფროჲს ყოველთა დაბადებულთა. აწ იხილე რუთ სახედ ეკლესიისა. იგი უცხოთესლი იყო და ფრიად გლახაკი, არამედ იხილა რაჲ იგი ბოოზ, არცა სიგლახაკე შეურაცხ-ყო, არცა უცხოთესლთა შვილებაჲ მოიძაგა. ეგრეთვე ქრისტემან შეიწყნარა ეკლესიაჲ წარმართთაგან და სიგლახაკისაგან ფრიადისა და ზიარ-ყო იგი კეთილთა მათ მიუთხრობელთა. ხოლო ვითარცა-იგი რუთს
1 ფსალმ. 79,13. 2 ესაია 5,2. 3 ეფეს. 2,14. 4 შდრ. იერ. 3,2-3.
უკუეთუმცა არა დაეტევა სახლი თჳსი და ნათესავნი და ყოველივე მამული, ვერმცა მიმთხუეულ იყო ესევითარსა მას მეუღლესა, ეგრეთვე ეკლესიამან დაუტევნა რაჲ წესნი იგი და ჩუეულებანი მამულნი, მაშინ იგი საყუარელ იქმნა სიძისა მის, ვითარცა წინაწარმეტყუელი ეტყჳს მას: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ, და სთნდეს მეუფესა სიკეთე შენი“.1 რამეთუ ეკლესიასა მას წარმართთასა ეტყჳს ესრეთ დავიწყებად წეს-თა მათ მამულთა და ჩუეულებათა საწარმართოთა, რაჲთა ესრეთ სთნდეს იგი მეუფესა. ესრეთ ქმნა რუთცა, ამისთჳსცა დედა მეფეთა იქმნა, რამე-თუ მისგან იშვნეს მშობელნი დავით მეფისანი.
ამის ესევითარისათჳს აჴსენნა დედანი ესე, რაჲთა ზუაობაჲცა ჰურიათაჲ დაამდაბლოს და ასწაოს არასიქადული მშობელთათჳს. რამეთუ დავითს, მეფესა მას და წინაწარმეტყუელსა, არა სირცხჳლ-უჩნდა ესე. და ნანდჳლვე არაჲ არს არცა სიკეთისაგან მშობელთაჲსა სარგებელი, არცა სიხენეშისაგან სავნებელი, არამედ კაცად-კაცადი თჳსთა საქმეთაგან ანუ პატიოსან იქმნების, ანუ შეურაცხ. და რაჲთა ესეცა ვთქუა, დაღაცათუ საკ-ჳრველად აღგიჩნდეს, ვითარმედ: იგი უმეტესად იქების, რომელი არამოსწრაფეთა მშობელთაგან მოსწრაფე კეთილი იპოოს.
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს
ნუმცა უკუე ვინ იქადის ანუ ზუაობს დიდებულთა შვილობისათჳს, არამედ უფროჲსად სიქადული იგი და აზნაურებაჲ სათნოებათაჲ მოიგენ კაცად-კაცადმან; არამედ ნუცამცა სათნოებათათჳს იქადინ, რაჲთა არა ფარისეველისა მის განსაცდელი შეემთხჳოს. რამეთუ რომელსა ჰნებავს აღორძინებად საზომი იგი სათნოებათა თჳსთაჲ, შეჰრაცხენ იგინი არარად და მაშინ უმეტესად აღაორძინნეს. თქუნ, ვითარმედ: არარაჲ მიძღჳს მე კე-თილი ყოვლადვე, და იპოოს მოქმედ კეთილისა და მუშაკ სათნოებისა. რამეთუ უკუეთუ ცოდვილმან აბრალოს თავსა თჳსსა და გულსავსე იქმნას, ვითარმედ ჭეშმარიტად ცოდვათა მრავალთა თანამდებ არს, და შეუვრდეს ცრემლით უფალსა თხოვად შენდობისა, განმართლდების, ვითარცა მეზუერე იგი. რავდენ უფროჲსად განვმართლდეთ, უკუეთუ მართალნი ვიყვნეთ და შეგუერაცხნენ თავნი ჩუენნი ცოდვილად?! უკუეთუ ცოდვილთა სიმდაბლე განამართლებს, რომელი-იგი არცა ღირს არს სიმდაბლედ წოდებად, არამედ ლმობიერებად, უკუეთუ ლმობიერებასა ესე ძალ-უც ცოდვილთა ზედა, გულისჴმა-ყავთ, თუ სიმდაბლემან მართალთა ზედა ვითარ არა ქმნას საქმე დიდი და საკჳრველი.
1 ფსალმ. 44,11-12.
აწ უკუე, მუშაკო სათნოებისაო, ეკრძალე თავსა შენსა, რაჲთა არა შეგიჴდეს ზუაობაჲ და ავნო შრომათა შენთა, რაჲთა არცა ცუდ იქმნენ ოფლნი შენნი და ამაო იქმნას სრბაჲ შენი, და შემდგომად მრავლისა მის ჭირისა და ბრძოლისა წინააღმდგომთაჲსა იპოო შენ ცარიელი. ნუ ზუაობ, ნუცა იქადი. უწყის მეუფემან უმეტეს შენსა, უკუეთუ რაჲ კეთილი გიქმნიეს. უკუეთუ სასუმელი წყლისა გრილისაჲ მისცე სახელისა მისისათჳს, არცა მას უგულებელს-ჰყოფს; უკუეთუ ერთი დანგი მისცე, არცა მას დაივიწყებს; უკუეთუ სულთ-ითქუნე ოდენ ანუ სხუაჲ რაჲმე მცირედი უნდოჲ ქველისსაქმე ჰქმნა, ყოველსავე სახიერებით შეიწყნარებს, ყოვლისათჳსვე სასყიდელსა ჰმარხავს, ყოველივე აჴსოვს. რად უკუე გაჴსოვნან შენ ქველისსაქმენი შენნი? რაჲსათჳს შემოიღებ მათ შორის და სხუათა მიუთხრობ ანუ გულსა შინა შენსა ჰზუაობ? არა უწყია, ვითარმედ აქებდე თუ თავსა შენსა, ღმერთი არღარა გაქებს? უკუეთუ კულა აბრალებდე თავსა შენსა და შეურაცხ გიჩნდეს, მან გაქოს და გადიდოს შენ, რამეთუ არა ჰნებავს დამცირებაჲ სათნოებათა შენთაჲ, არამედ უფროჲსად ისწრაფის, რაჲთა მცირეთაცა და უნდოთა შრომათათჳს გჳრგჳნოსან-გყოს, და ეძიებს მიზეზთა მარადღე, რაჲთა გიჴსნას ჯოჯოხეთისაგან და მოქალაქე-გყოს სასუფეველისა ცათაჲსა. ამისთჳსცა, დაღაცათუ მეათერთმეტესა ჟამსა დღისასა ხოლო შურე, სრულსა სასყიდელსა მიგცემს, დაღაცათუ არარაჲ გაქუნდეს ნაყოფი, ღირსი წყალობისაჲ, იტყჳს: „ჩემთჳს ვიქმო, რაჲთა იდიდოს სახელი ჩემი“.1 სულთ-ითქუნე თუ, გინა ჰცრემლოოდი, შეიწირავს ყოველსავე ადრე და მიზეზად ცხორებისა შენისა დაჰმარხავს.
ნუმცა ვზუაობთ უკუე, არამედ გუაქუნდინ უჴმრად თავნი თჳსნი, რაჲ-თა ვიქმნეთ საჴმარ. უკუეთუ საჴმრად შეგერაცხოს თავი თჳსი, იქმენ შენ უჴმარ, დაღაცათუ სათნოჲ იყო. უკუეთუ კულა უჴმარ და უღირს გაქუნდეს თავი შენი, იქმენ საჴმარ და ღირს, დაღაცათუ უღირსი იყო და ცოდვილი. ამისთჳს ჯერ-არს სრულიად დავიწყებაჲ ქველისსაქმეთა და სათნოებათა ჩუენთაჲ. ხოლო თქუას ვინმე: ვითარ შესაძლებელ არს დავიწყებაჲ საქმე-თა კეთილთაჲ, რომელნი ექმნენ კაცსა? არამედ ისმინენ ესევითარისა მის სიტყჳსა მეტყუელმან: რასა იტყჳ, კაცო? დღითი-დღე სცოდავ ღმრთისა მიმართ შუებითა და განცხრომითა და სხჳთა მრავლითა ცოდვითა და დაგვიწყებიეს ესევითარი ყოველივე, ვიდრეღა არცა თუ იცი, რავდენგზის გიცოდავს, და თუ სადა კეთილი რაჲმე ჰქმნე, ვერ დაივიწყება? არამედ მიმოდასდებ და ჰქადაგებ და მარადის წინაშე თუალთა შენთა არს. დიდი უგუნურებაჲ არს ესე და ფრიადი ზღვევაჲ, რამეთუ დავიწყებაჲ ქველისსაქმეთაჲ საუნჯე არს წარუპარველი; და ვითარცა საფასე ანუ სამკაული უკუეთუ განვჰფინოთ ურაკპარაკთა შორის, მზა არს და ადვილ წარსაპარველად, ხოლო დავჰკრძალოთ რაჲ საუნჯეთა შინა უხილავთა, უშიშ ვიქმნე-
1 შდრ. ეზეკ. 36,22,32.
ბით მპარავთაგან, ეგრეთვე ქველისსაქმეთაჲ, უკუეთუ ზედაჲსზედა ვაჴსენებდეთ და ვქადაგებდეთ, განვამწარებთ უფალსა და აღვსჭურავთ მტერსა ჩუენ ზედა და საქმეთა მათ კეთილთა წინადაუფენთ წარპარვად ჩუენგან; უკუეთუ კულა არავის შეუნდოთ ხილვად, გარნა მხოლოჲსა მის დაფარულ-თა მხედველისა, გუაქუნდეს ყოველივე დამარხულად საუნჯეთა მათ შინა საუკუნეთა.
აწ უკუე ეკრძალე, კაცო, რაჲთა არა შეგემთხჳოს, რაჲ-იგი შეემთხჳა ფარისეველსა მას, რომელსა ქველისსაქმენი თჳსნი ენასა ზედა ეტჳრთნეს. ამისთჳსცა ადვილად წარტაცნა ეშმაკმან. აჴსენებდა სათნოებათა თჳსთა სიხარულით და ჰგონებდა, თუ მადლობასა შევსწირავ ღმრთისა. არამედ არა სთნდა ესე უფალსა, რამეთუ არა მადლობაჲ არს ესე ღმრთისაჲ: ყუედრებაჲ სხუათაჲ, ზუაობაჲ შეცოდებულთა ზედა, სიქადული ამპარტავანებით. უკუეთუ მადლობაჲ ღმრთისაჲ გნებავს, კაცო, აუარებდი მას და აკურთხევდი, ხოლო სხუათა ნუ აბრალობ და ჰჴუედნი მოყუასსა. არა არს ესე მადლობაჲ, არამედ ამპარტავნებაჲ. გნებავსა მადლობისა სწავლაჲ? ისმინე სამთა მათ ყრმათაჲ: „შეგცოდეთ ჩუენ, ყოვლითავე ურჩულო ვიქმნენით და განგიდეგით ჩუენ შენგან. ვცოდეთ ყოვლითურთ, მცნებათა შენთაჲ არა ვისმინეთ, არცა ვიმარხეთ, არცა ვყავთ, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩუენ, რაჲთამცა კეთილი მეყო ჩუენ შენგან. აწ ყოველი, რავდენი მოავლინე ჩუენ ზედა, და ყოველი, რავდენი მიყავ ჩუენ, სამართლისა სასჯელითა ჰყავ“.1 ესე არს ჭეშმარიტი მადლობაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა კაცი აღიარებდეს ცოდვა-თა თჳსთა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელ სულგრძელ ექმნების. ესრეთ ისწავე, ძმაო, მადლობაჲ ღმრთისაჲ, და გენებოს რაჲ მადლობისა შეწირვაჲ, შეუვრდი უფალსა გულითა შემუსრვილითა და გონებითა მდაბლითა თქუ ესრეთ: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ სულგრძელ მექმენ აურაცხელ-თა მათ ცოდვათა ჩემთა ზედა და აქამომდე არარაჲ სატანჯველი მოაწიე შემსგავსებული ურჩულოებათა ჩემთაჲ. ხოლო მე ადრევე ღირს ვიყავ განვრდომად პირისა შენისაგან და განქიქებად სოფელსავე ამას შინა, მსგავსად ბოროტთა მათ საქმეთა ჩემთა, არამედ მიუთხრობელი იგი კაცთმოყუარებაჲ შენი სულგრძელ იქმნა ჩემ ზედა. ამისთჳს გმადლობ შენ გლახაკი ესე და უღირსი, დაღაცათუ არა ღირს ვარ, არცა შემძლებელ დიდებისმეტყუელებად და მადლობად სახიერებისა შენისა“. ესრეთ ვიტყოდით ღმრთისა მიმართ, ესრეთ გუაქუნდინ გონებათა შინა ჩუენთა, რაჲთა ვპოოთ ღმრთისაგან წყალობაჲ. ნუ სასყიდელსა ვითხოვთ, რამეთუ არარაჲ გუაქუს ღირსი სასყიდლისაჲ; უსასყიდლოდ ვითხოვდეთ წყალობასა, რამეთუ ამას თუ ვიქმოდით ყოვლითა გულითა, აღიაროს მან თავი თჳსი თანამდებად წყალობისა ჩუენისა და სათნოებათაგან ჩუენთა კიდე სიმდაბლისათჳს მოგუცეს მადლი, რამეთუ ყოველთა სათნოებათასა უმეტესი არს სასყიდელი იგი სიმ-
1 დან. 3,29-31.
დაბლისაჲ. და უკუეთუ ესე არა იყოს, სხუანიცა იგი დაღაცათუ მოვიგნეთ, ცუდად ვშურებით.
აწ უკუე გუნებავს თუ დიდ-ყოფაჲ სათნოებათა ჩუენთაჲ, შევჰრაცხნეთ იგინი არარად, და შეჰრაცხნეს იგინი ღმერთმან დიდად. შევჰრაცხნეთ თავნი ჩუენნი უღირსად, და შემრაცხნეს ღმერთმან ღირსად, ვითარცა ასისთავი იგი იტყოდა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“.1 ამისთჳსცა ღირს-ყო იგი უფალმან და სარწმუნოებაჲ მისი სთნდა ფრიად; და კუალად პავლეცა იტყოდა: „არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“.2 ამისთჳსცა თავთა მათ მოციქულთა თანა შეირაცხა და მოძღუარ ყოვლისა სოფლისა იქმნა; ეგრეთვე იოვანე წინამორბედი იტყოდა: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“.3 ამისთჳს მეგობრად სიძისა ეწოდა, და ჴელი მისი, რომელი თქუა, ვითარმედ არა ღირს არს ჴამლთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან; ეგრეთვე პეტრე თქუა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო“.4 ამისთჳსცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავი თჳსი უცოდვილეს ყოველთა.
ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაჲ. ესევითარი იგი მდაბალი და შემუსრვილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიწუებინ შურითა მოყუსისაჲთა, არცა სხუანი იგი ვნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან მან ნაშობმან გლოამან განიოტნის სულისაგან, რამეთუ იგლოვნ თუ ვინმე ჴორციელთა საქმეთათჳს, სიკუდილისათჳს თჳსთაჲსა, ანუ წარწყმედისათჳს მონაგებთაჲსა, ანუ ესევითარისა რაჲსათჳსმე, გლოამან მან იოტნის ყოველნივე ვნებანი სულისა მისისაგან ჟამსა მას. რავდენ უფროჲსად, ვიგლოვდეთ რაჲ ცოდვათა ჩუენთათჳს და იქმნას გლოვაჲ იგი საწურთელ სამარადისო ჩუენ შორის, ივლტოდინ ყოველნივე ვნებანი ჩუენგან. იხილე დავით, მოიგო რაჲ სიმდაბლე და გლოაჲ ცოდვისა მისთჳს, ვითარ ჟამსა მას განსაცდელისა მისისასა, რაჟამს სდევნიდა ძჱ იგი განდგომილი, წარმოდგა ერთი ვინმე შეურაცხი და უნდოჲ კაცი, ურცხჳნოჲ იგი სემჱ, და ურიდად აგინებდა მას და აყუედრებდა. ხოლო იგი არა განრისხნა, არცა სიტყუა-უგო, რამეთუ სიმდაბლესა და გლოასა აღმოეფხურა სული მრისხანებისაჲ მისგან. ამის-თჳსცა ინება რაჲ ერისთავმან მან მისლვაჲ და მოკლვაჲ უკეთურისა მის, არა შეუნდო დავით, არამედ იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთმან უბრძანა მას ესევითარისა სიტყუად“.5 და კუალად, სხუასა ადგილსა ეტყოდეს რაჲ მღდელნი, რაჲთა კიდობანსა მას მის თანა ავლებდეს, არა ჯერ-იჩინა, არამედ უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი და თქუა: „უკუეთუ მიჴსნას ღმერთმან განსაცდელთა ამათგან, ვიხილო შუენიერებაჲ მისი ტაძარსა
1 მათ. 8,8. 2 1 კორ. 15,9. 3 მარკ. 1,7. 4 ლუკ. 5,8. 5 შდრ. 2 მეფ. 16,11.
შინა. ხოლო მრქუას თუ, ვითარმედ: არა გინებე შენ, იყავნ ჩემ ზედა, რაჲ-იგი სათნო არს მის წინაშე“.1
იხილეა გული შემუსრვილი? და კუალად, რაჲ-იგი საულს ზედა ქმნა ერთ და ორგზის, არა დიდი იგი საზომი სრულებისაჲ აჩუენაა? რამეთუ არა ძუელსა ოდენ რჩულსა წარჰჴდა, არამედ მცნებათაცა სახარებისათა მიეახლა. არა შურს-იგებდა, არა განრისხნებოდა, არამედ ყოველსავე მადლობით შეიწყნარებდა ღმრთისაგან. ამისთჳსცა კუალად, აბესალომის ზე ხედვიდა რაჲ ურჩულოსა მას მამისა მბრძოლსა, ძმისა მკლველსა, მაგინებელსა და ბილწსა მჯდომარედ საყდართა სამეუფოთა და თავსა თჳსსა მეოტად, შეურაცხად და ნაკლულევანად, არა დაბრკოლდა, არცა იდრტჳნა, არამედ იტყოდა: უკუეთუ ესე სათნო არს ღმრთისა, რაჲთა იგი მეფობდეს და იშუებდეს და მე ვიდევნებოდე, მადლიერ ვარ და შემიწყნარებიეს. არა ქმნა, ვითარცა მრავალნი ჩუენგანნი იქმან: მოიწიოს რაჲ მათ ზედა მცირედი ჭირი ანუ განსაცდელი, მეყსეულად დრტჳნვიან და შურნ სხუათაჲ, რომელნი დღეკეთილობასა შინა იხილნიან და შუებასა. არამედ დავით არა ესრეთ იყო, არა დრტჳნვიდა, არა განრისხნებოდა და არცა შეიწუებოდა შურითა. ამისთჳსცა თქუა ღმერთმან: „ვპოე დავით, ძე იესესი, კაცი გული-თადი ჩემი“.2 ესევითარი სიმდაბლჱ და შემუსრვილობაჲ ჩუენცა მოვიგოთ, ვიქმნეთ ყოველსავე ზედა მადლის შემწირველ ღმრთისა, ვიქმნეთ მშჳდ და მდაბალ, ვითარცა იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.3
აწ უკუე, რაჲთა ამასცა სოფელსა და მასცა საუკუნესა ვპოოთ განსუენებაჲ, მოვიგოთ სიმდაბლჱ, დედაჲ იგი ყოველთა სათნოებათაჲ, დავჰნერგოთ იგი სულთა ჩუენთა შინა, რაჲთა ზღუაჲცა ესე ამის სოფლისაჲ დაუნთქმელად წიაღვლოთ და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესლვად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. 2 მეფ. 15,25-26. 2 შდრ. ფსალმ. 88,21. 3 მათ. 11,29.