2 მეფეთა 15:26
25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.26. თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.27. უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან.
2 მეფეთა თავი 15