2 მეფეთა 17:10
9. ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,10. მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.11. ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
2 მეფეთა თავი 17