2 მეფეთა 17:9
8. თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.9. ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,10. მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.
2 მეფეთა თავი 17