მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 მეფეთა 18:33

32. ჰკითხა მეფემ ქუშელს: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? მიუგო ქუშელმა: ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!33. შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!
2 მეფეთა თავი 18
33. შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. ღმრთის მუქარის კაცთმოყვარული მიზანი:

...ამბობენ, რომ ეს აქიტოფელის შესახებ ითქვა. რადგან ერთსა და იმავე კაცს არ შეჰფეროდა, ეთქვა: „ეკრძალენით და ერიდენით ყრმასა მას ჩემსა აბესალომს“ (); და უბედურების შემდეგ: „ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ“ ()? და ახლა ეს სიტყვებიც ეთქვა; არამედ ის სიტყვები ბუნებისგან შეპყრობილმა თქვა, ახლა კი სულიწმიდისაგან შთაგონებულმა. თუმცა, იქნება აბესალომის შესახებ თქმულა თუ აქიტოფელის შესახებ, ნათქვამი უნდა განვიხილოთ; რადგან პირთა ვინაობაზე ბევრი არ მაქვს სათქმელი.

13. ბოროტების სალმობა და სინდისის სამსჯავრო

მაშ, აქედან რას ვსწავლობთ? აჩვენებს, რომ „ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.“ (); და როგორც მშობიარობის სალმობით შეპყრობილი დედაკაცები ამ სალმობისაგან იგლიჯებიან, ასევე მზაკვრობის მოქმედიც, ვიდრე მოყვასს ავნებდეს, თვითონვე იგლიჯება და იტანჯება, თანაც არა ჩვეულებრივად, არამედ დიდი სიმწვავით. ამიტო...

სრულად ნახვა