2 მეფეთა 18:8
7. იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი.8. მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.9. შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა.
2 მეფეთა თავი 18