2 მეფეთა 18:9
8. მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.9. შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა.10. დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.
2 მეფეთა თავი 18