მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 მეფეთა 24:17

16. გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის შესამუსვრელად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი. ორნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.17. უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!18. მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
2 მეფეთა თავი 24
17. უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

წინათქმა ესაია წინასწარმეტყველის განმარტებისათვის
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ამით კი თითოეული წმინდანი ბრწყინვალედ გამოჩნდება.

ასევე დავითმაც, როცა ხედავდა, რომ ის ღვთივმოვლენილი რისხვა ერისკენ მოდიოდა, წყლულებას საკუთარ თავზე იხმობდა და ამბობდა: „მე, მწყემსმა, შევცოდე, და მე, მწყემსმა, ბოროტი ვქმენ; ამათ კი, სამწყსომ, რა გააკეთეს?“ ()1. „ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!“ (). პატრიარქი აბრაამიც, თუმცა შორს იდგა ბოროტებათაგან და არაფერი ჰქონდა საერთო იმ უბედურებებთან, რომლებიც სოდომელებს უნდა დასტყდომოდათ, ისე ევედრებოდა და ემუდარებოდა ღმერთს, თითქოს თვით იმ საშინელებათა შუაგულში შესულიყო. იგი ყველაფრის კეთებასა და თქმას არ შეწყვეტდა, რათა ის მძიმე ხანძარი ჩაექრო, ღმერთი რომ მას არ განშორებოდა. ახალ აღთქმაში მყოფებმა კი ამაზე უფრო დიდი სათნოებაც აჩვენეს, რადგან უფრო დიდ მადლს ეზიარნენ და უფრო ვრცელ ასპარეზებზე იყვნენ მოწოდებულნი. ამიტომ პეტრეც, როცა ქრი...

სრულად ნახვა