2 ნეშტთა 22:7
6. მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისთვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.7. ღვთისგან იყო ახაზიას დაღუპვა იორამთან მისვლით. მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.8. როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულნი, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი.
2 ნეშტთა თავი 22