2 ნეშტთა 22:8
7. ღვთისგან იყო ახაზიას დაღუპვა იორამთან მისვლით. მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.8. როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულნი, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი.9. მოძებნა ახაზიაც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძებდა უფალს. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
2 ნეშტთა თავი 22