მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ნეშტთა 26:4

3. თექვსმეტი წლის იყო ეუზიაჰუ, რომ გამეფდა, და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალია, იერუსალიმელი.4. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა.5. ეძიებდა ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია წინასწარმეტყველი, საღვთო ხილვების მეცნაური. ვიდრე ეძებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას.
2 ნეშტთა თავი 26
4. სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც ამაციაჰუ, მამამისი, იქცეოდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ტომ მეც წინასწარ, მოკლედ მოგითხრეთ ყველაფერი, რაც მოხდა, რათა, როცა მოისმენთ, როგორ გადმოგცემთ ამას საღმრთო წერილი, ამ ამბებს სიზუსტით მიჰყვეთ. მაგრამ ყურადღებით იყავით. და, ამბობს წერილი, ოზიამ „ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა“ (). ამ სიტყვებით მას დიდი სათნოება დაუმოწმა. რადგან იგი მხოლოდ სწორ საქმეს კი არ აკეთებდა, არამედ ღმრთის წინაშეც აკეთებდა, არა ადამიანებისთვის საჩვენებლად, როგორც ისინი, რომლებიც იუდეველებს შორის მოწყალების საქმის წინ საყვირს სცემდნენ, მარხვებისას სახეებს იმახინჯებდნენ და ლოცვებს ქუჩაბანდებში აღასრულებდნენ; მათზე უბედური ვინ იქნებოდა, როცა შრომებს კი იტანენ, მაგრამ ყოველგვარ საზღაურს აკლდებიან?

2.

რას აკეთებ, ადამიანო? საქმეთა გამო ერთს უნდა მისცე ანგარიში და მომხდარის მოწმედ სხვას იწვევ? ერთი გყავს მსაჯულად და სხვას აჯენ მაყურებლად? ნუთუ ვერ ხედავ მეეტლეებს? ცხენთა შეჯიბრებებზე, როცა მთელი ქალაქი ზემოთ ზ...

სრულად ნახვა