2 ნეშტთა 29:16
15. შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.16. შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად.17. პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმედა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღე წმედდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს.
2 ნეშტთა თავი 29