2 ნეშტთა 29:17
16. შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად.17. პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმედა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღე წმედდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს.18. შევიდნენ შიდაში მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: გავასუფავეთ უფლის მთელი სახლი, აღსავლენის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭლეული, საწირი პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭლეული.
2 ნეშტთა თავი 29