2 ნეშტთა 30:14
13. დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეში უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად, მრავლის უმრავლესი იყო კრებული.14. ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო, ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველი იკმეოდა. აიღეს და კედრონის ხევში გადაყარეს.15. დაკლეს პასექი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, გაინათლნენ და აღსავლენი მიიტანეს უფლის სახლში.
2 ნეშტთა თავი 30