2 ნეშტთა 30:15
14. ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო, ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველი იკმეოდა. აიღეს და კედრონის ხევში გადაყარეს.15. დაკლეს პასექი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, გაინათლნენ და აღსავლენი მიიტანეს უფლის სახლში.16. დადგნენ თავ-თავიანთ ადგილზე, მათი წესისდა მიხედვით, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები სისხლს ლევიანთა ხელით ასხურებდნენ.
2 ნეშტთა თავი 30