...ლი იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „ნაზარეველ ეწოდოს“. და რომელმან წინაწარმეტყუელმან თქუა ესე, ნუ გამოეძიებ, რამეთუ არა იპოების სიტყუაჲ ესე ჩუენდა მოწევნულთა ამათ საწინაწარმეტყუელოთა შინა, და ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი წიგნნი წინაწარმეტყუელთანი წარწყმდეს. და ესე სცნა წიგნისა მისგან ნეშტთაჲსა, ; (35,19) რამეთუ იყვნეს ჰურიანი ფრიად დაჴსნილ და ზედაჲსზედა მიიქცეოდეს უღმრთოებად; და რომელნიმე წიგნნი თჳთ თავით თჳსით დაწუნიან და რომელნიმე უდებ-ყვნიან და წარწყმდიან, და სხუანი კუალად ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა დაიწუნეს; და ესე საქმენი საცნაურ არიან წიგნისაგან მეფეთაჲსა, რამეთუ წერილ არს მას შინა, ვი-თარმედ დღეთა იოსია მეფისათა იპოა წიგნი მეორისა რჩულისაჲ, დაფლული ყურსა ერთსა და დაძუელებული, და პოვა იგი ქელკია მღდელმან და მიუთხრა საფანს, მწიგნობართმოძღუარსა მეფისასა, მითხრობად მეფისა, ვითარმედ: „მატიანი შჯულისაჲ ვპოვე სახლსა უფლისასა“. ესე იყო წიგნი მეორისა შჯულისაჲ. ხოლო უკუეთუ ოდეს-იგი არცა ზედამოსლვაჲ ბარბაროზთაჲ იყო, არცა ტყუეობაჲ, ესრეთ შეურაცხ-ეყვნეს და წარეწყმიდნეს წიგნნი წინაწარმეტყუელთანი, რაჲ სთქუათ მოწევნასა მას ტყუეობისასა? არამცა უმრავლესი წარწყმდაა?...
2 ნეშტთა 34:14
13. მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები.14. როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.15. უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს.
2 ნეშტთა თავი 34