მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად“ (2,16).

არა განრისხებაჲ ჯერ-იყო, არამედ უფროჲსად შეშინებაჲ და შეკდიმებაჲ და ცნობაჲ, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ არა უჴმს, არამედ არა შეიკდიმა უკეთურმან მან, არცა შეიგონა. რამეთუ ოდეს ფიცხელი და უკურნებელი სული იპოოს, შეპყრობილი სენითა საეშმაკოჲთა, არარას შეიწყნარებს ღმრთისა მიერ მოცემულსა წამალსა. და აწ იხილე ურჩულოჲ იგი, ვითარ გარდაჰმატებს უკეთურებასა თჳსსა და მკლველობასა ზედა მკლველობათა შესძინებს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა სულსა თჳსსა შთაჰჴდის. რამეთუ სრულიად განცოფნა იგი ეშმაკისა მისგან რისხვისა და შურისა და არარას ჰრიდებდა, არამედ ყოვლითურთ მბრძოლ ბუნებისა კაცთაჲსა იქმნა და რისხვისა მისთჳს, რომელ განრისხნა მოგუთა მათთჳს, შური იძია უბრალოთა მათ ზედა ჩჩჳლთა და ქმნა ჰურიასტანს საქმე უძ-ჳრესი ეგჳპტეს შინა პირველქმნილისა მის, ვითარცა ესერა აღმოვიკითხავთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ წარავლინნა და მოსწყჳდნა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, ორით წლითგანი და უდარესი, ჟამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“ (2,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა განმარტებასა კეთილად ყური მოყავთ, რამეთუ მრავალნი მრავალსა ცუდადმეტყუელებენ ყრმათა მათთჳს და ზრახვენ, ვითარმედ უსამართლოდ ევნო მათ; და რომელნიმე უგონიერესადრე იკითხვენ, ხოლო სხუანი ფრიად უგუნურად და სიცოფით. აწ უკუე, რაჲთა მათი იგი სიცოფე განვაქარვოთ და მათი უმეცრებაჲ, ისმინეთ, რასა-ესე ვიტყჳ წინამდებარისა ამის საქმისათჳს: უკუეთუ მაცილობელ ამისთჳს არიან მეტყუელნი იგი ამაოთა სიტყუათანი, თუ რად მიშუებულ იქმნა მოწყუედაჲ იგი ყრმათა მათ, აბრალებდენ სადმე მოწყუედისა ამისთჳსცა მჴედართა მათ, რომელნი სცვიდეს პეტრეს, რამეთუ ვითარცა ესერა აქა ყრმაჲ იგი, უფალი ყოველთაჲ, ვერ პოა ურჩულომან ჰეროდე და ყრმები იგი ბეთლემისაჲ მოსწყჳდა, ეგრეთვე მაშინ, განჴსნა რაჲ ანგელოზმან პეტრე ჯაჭუთაგან და განიყვანა საპყრობილისაგან, მსგავსმან მან ამის მძლავრისამან სახელითაცა და საქმითა, მოიძია რაჲ და ვერ პოვა იგი, მჴედარნი, მცველნი მისნი, მის წილ მოსწყჳდნა.

და რაჲ არსო ესე სიტყუაჲ? - იტყჳან მეტყუელნი იგი, - ესე არა სა-ძიებელისა მის თარგმანებაჲ არს, არამედ უფროჲსად შეძინებაჲ სხჳსაცა საძიებელისაჲ; ხოლო ესე მეცა უწყი, არამედ ამისთჳს ყოველსა ესევითარსა შორის შემოვიღებ, რაჲთა ერთბამად ყოველივე განგიმარტო. აწ უკუე რაჲ-მე არს ამის ესევითარისა განმარტებაჲ, ანუ რაჲ ვთქუათ ამათ საქმეთათჳს? მე ესრეთ ვიტყჳ, ვითარმედ არა ქრისტე იქმნა მიზეზ მოწყუედისა მის ყრმათაჲსა, არამედ ურჩულოებაჲ იგი და უწყალოებაჲ ჰეროდესი, ვითარცა-იგი არცა მუნ პეტრე იქმნა მიზეზ მოწყუედისა მის მცველთაჲსა, არამედ უგულისხმოებაჲ იგი ჰეროდესი, რამეთუ უკუეთუმცა ეპოვნა კედელი განჴურეტილი ანუ კარი განღებული, აქუნდამცა ვიდრემე სიტყუაჲ ბრალობისაჲ მცველთა მიმართ და შესმენაჲ უდებებისაჲ; ხოლო ოდეს-იგი ყოველივე პოვა წესსა ზედა თჳსსა, კარნი კლიტულნი და ჯაჭუნი ჴელთა შინა მცველთასა, რამეთუ უმეტესისა კრძალულებისათჳს მას თანა შეკრულ იყვნეს ორნი იგი მჴედარნი, უკუეთუმცა იყო მის თანა ცნობაჲ გონიერი, რად არა თქუა, თუ საქმე ესე არა კაცობრივითა წესითა იქმნა, არამედ ზეგარდამოჲთა ძალითა, რომლისა წინააღდგომაჲ შეუძლებელ არს? ამის ესევითარისაჲ ჯერ-იყო თქუმად და თაყუანის-ცემად ღმრთისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან. რამეთუ ესრეთ ქმნა ღმერთმან საქმე იგი საკჳრველებით, რაჲთა ყოვლად არარაჲ აქუნდეს მძლავრსა მას სიტყუაჲ ბრალობისაჲ მცველთა მათ მიმართ, არამედ უფროჲსად მოვიდეს სარწმუნოებად ღმრთისა; ხოლო უკუეთუ იპოვა იგი უმადლო და უგულისჴმო და არა ინება კურნებაჲ სენისა თჳსისაჲ, რაჲ ბრალობაჲ არს ამისგან ჴელოვნისა მის მკურნალისა სულთაჲსა, რომელმან ყოველივე ქმნა საკურნებელად ბოროტისა მის წყლულებისა მისისა?

ეგრეთვე მოწყუედისა ამისთჳსცა ყრმათაჲსა ჯერ-არს თქუმად: რაჲსათჳს განჰრისხენ, ჵ ჰეროდე, რაჟამს-იგი მოიკიცხე მოგუთა მათგან? არა გულისჴმა-ჰყავა, ვითარმედ შობაჲ იგი საკჳრველ იყო და შობილი იგი საკჳრველთმოქმედ? არა შენ მოუწოდეა მღდელთმოძღუართა და შეჰკრიბენ მწიგნობარნი ერისანი? და შემო-რაჲ-ვიდოდეს იგინი შენდა, არა შემოიყვანესა მათ თანა წინაწარმეტყუელი სამსჯავროსა მას შენსა, რომელი წინაჲთვე ღაღადებდა ბეთლემს შობასა მეუფისასა? არა იხილეა, ვითარ ძუელნი იგი ახალსა ამას ეწამებოდეს? არა გესმაა, ვითარმედ ვარსკულავმანცა უქადაგა იგი აღმოსავალისათა? არა შეიკდიმეა მოსწრაფებისა მისგან ბარბაროზთაჲსა? არა განგიკჳრდაა მათი იგი კადნიერებაჲ? არა განსცჳბრდია სიტყუათა მათგან წინაწარმეტყუელისათა? ვითარ ამის ყოვლისაგან არა გულისჴმა-ჰყავ, ვითარმედ არა მოკიცხვაჲ მოგუთაჲ იყო საქმე იგი, არამედ განგებულებაჲ ზეგარდამოჲ და საქმე ძალისა მის საღმრთოჲსაჲ? ხოლო და-ღაცათუ მოიკიცხე მოგუთა მიერ, რაჲ ბრალი არს ჩჩჳლთა მათ უმანკოთაჲ?

მეტყჳან უკუე მეძიებელნი იგი ამათ საქმეთანი, ვითარმედ: ჰე, კეთილად სთქუ ესე ყოველი და უსიტყუელ-ჰყავ ჰეროდე და მისი იგი მკლველობაჲ გამოაჩინე, არამედ სიტყუაჲ იგი, თუ რაჲსათჳს უბრალოთა მათ ესევითარი შეემთხჳა, ჯერეთ არა განგიმარტებიეს, რამეთუ დაღაცათუ ჰეროდე ურჩულოჲ იყო და უჯეროდ იქმოდა საქმესა მას ბოროტსა, არამედ ღმერთმან რად მიუშუა? ამის ესევითარისა სიტყჳსათჳს იგი ვთქუათ, რომელსაცა მარადის ვიტყჳ ეკლესიასა შინა, და მნებავს, რაჲთა კეთილად უწყოდით სიტყუაჲ იგი, რამეთუ კანონი არს დაწესებული, მომზავებელი ყოვლისავე ესევითარისა პირისათჳს; და რაჲ არს კანონი და სიტყუაჲ იგი? „მრავალნი არიან მავნებელნი, ხოლო ვნებულ არცა ერთი“. და რაჲთა არა ძნელ გიჩნდეს გულისჴმის-ყოფაჲ ამის სიტყჳსაჲ, განგიმარტო ძალი მისი. მრავალნი არიან მავნებელნი: რომელიმე მოჰკლავს მეორესა, რომელიმე სტყუენავს, რომელიმე სცემს, რომელიმე დილეგსა შთააგდებს, და სხუასა მრავალსა ესევითარსა იქმან კაცნი კაცთა მიმართ. აწ ესე მავნებელნი მრავალ არიან სოფელსა შინა, ხოლო ვნებული ამათგან არავინ არს. და ისმინეთ, თუ ვითარ არავინ არს ვნებული: გინა თუ მოვიკლნეთ სხუათაგან, გინა თუ დავიტყუენნეთ, გინა თუ ვიგუემნეთ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე შეგუემთხჳოს, ანუ ცოდვათა აღსაჴოცელად შეგჳრაცხის ღმერთმან ჭირი იგი და ვნებაჲ, ანუ სასყიდლისა მომატყუებელად. და რაჲთა განცხადებულადრე გულისჴმა-ვჰყოთ სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ სახეცა ამის პირისაჲ: უკუეთუ იყოს მონაჲ ვინმე, რომელსა თანაედვას უფლისა თჳსისაჲ საფასე ფრიადი, და დაესხნენ მას ვინმე ძჳრისმოქმედნი და წარიტაცონ მცირედი რაჲმე საფასე მისი, ხოლო უფალსა მისსა ძალ-ედვას დაყენებაჲ მათი საქმისა მისგან და არა დააყენნეს, არამედ მიუშუას წარტყუენვად მცირედი იგი საფასე მონისაჲ მის და მწუხარებისა მისთჳს, რომელ შეემთხჳა მას, მიუტეოს ყოველივე იგი თანანადები მრავალთა მათ საფასეთაჲ, რომელ თანაედვას უფლისა თჳსისაჲ, და უმეტესი კადნიერებაჲ მისცეს წინაშე მისსა და საკუთრობასა დიდსა ღირს-ყოს, ევნო-მეა მონასა მას მავნებელთა მათგან, ანუ არა უფროჲსად დიდად სარგებელ ეყოა? ჰე, ჭეშმარიტებით დიდად არგეს მას მავნებელთა მათ. აწ უკუე ჩუენცა ესე შეგუემთხუევის, უკუეთუ სხუათა მიერ მომავალნი განსაცდელნი მოვითმინნეთ; და რაჲთა სცნათ, ვითარმედ რაჲცა ჭირი ამას საწუთროსა შეგუემთხჳოს, ნაცვლად მისა ანუ ცოდვათა შენდობასა ვჰპოებთ, ანუ მიზეზ გჳრგჳნთა გუექმნების, უკუეთუ ცოდვანი არა გუაქუნდენ. ისმინეთ, რასა იტყჳს პავლე კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი სიძვასა მას ბოროტსა შთავარდა: „მიეცით ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდესო“.1

ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ საძიებელი ჩუენი მათთჳს არს, რომელნი მოძღუართაგან სარგებელად სულისა განიწურთებიან კანონითა და შეურაცხებითა, არამედ არარაჲ არს ამას შინა წინააღმდგომად, რამეთუ ჩუენ ამას ვისწრაფით გამოჩინებად, ვითარმედ არაჲ ვნებაჲ არს კაცისაჲ ჴორციელთა განსაცდელთაგან, არამედ უფროჲსად სარგებელი. ხოლო რაჲთა უმახლობელესცა საძიებელისა მაგის თქუენისა მოვიყვანო სიტყუაჲ ჩემი, მოიჴსენეთ დავითისი, ოდეს-იგი სემიე გამოვიდა ძჳრისმეტყუელად, სწყევდა და ქვითა ესროდა დავითს და მტუერსა გარდაასხმიდა, და ერისთავთა მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲ-იგი ჰრქუა მათ მეფემან, ვი-

1 1 კორ. 5,5.

თარმედ: „აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს, რაჲთა იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ“.1 და კუალად ფსალმუნთა შინა იტყჳს: „იხილე, რამეთუ მტერნი ჩემნი განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე, და შენ მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი“.2 და ლაზარე ამისთჳს მიემთხჳა განსუენებასა, რამეთუ მრავალნი ჭირნი შეემთხჳნეს სოფელსა შინა უძლურებისა და გლახაკებისანი და მრავალნი წუნობანი და შეურაცხებანი მდიდრისა მისგან. ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: არარაჲ ევნების კაცსა მოწევნულთაგან მის ზედა ჭირთა და შეურაცხებათა და განსაცდელთაგან, უკუეთუ ახოვნად თავს-ისხნეს იგინი, არამედ უფროჲსღა დიდად სარგებელ ეყოფის, გინა თუ ღმრთისა მიერ მოივლინნეს მის ზედა განსაცდელნი, გინა თუ ეშმაკისა მიერ იტანჯებოდის და იგუემებოდის, ანუ თუ კაცთაგან ძჳრი შეემთხუეოდის.

თქუას უკუე მეტყუელთაგანმან ვინმე, ვითარმედ: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე კაცთათჳს ჰასაკითა სრულთა, რომელნი მრავალთა ბრალთა თანამდებ არიან, ხოლო რასა იტყჳ ჩჩჳლთა მათთჳს, რომელნი პირველ ჰასაკისა უჟამოდ მოისრნეს? რომელნი ცოდვანი აქუნდეს მათ, რაჲთამცა აღიჴოცნეს იგინი განსაცდელისა მის მიერ მიწევნულისა? არამედ ამისთჳს პირველ ვთქუ, ვითარმედ: უკუეთუ ცოდვანი არა აქუნდენ, მომატყუებელ გჳრგჳნთა და სასუფეველისა ბჭეთა განმღებელად ექმნებიან მოწევნანი ჭირთა და განსაცდელთანი. რაჲ უკუე ევნო ყრმათა მათ, რომელნი მოისრნეს აქა და წარვიდეს მუნ ნავთსაყუდელსა მას მყუდროსა? ვინ უწყისო, თუ ვიეთნიმე მათგანნი დიდმცა ქმნილ იყვნეს სათნოებითა, უკუეთუმცა დაშთომილ იყვნეს სოფელსა შინა. არამედ ესეცა არავე მცირე იყო, რომელ ქრისტესთჳს მოსწყდეს და წამებისა გჳრგჳნი მიიღეს. და კუალად ამასცა გულისჴმავჰყოფთ, ვითარმედ უკუეთუმცა იცოდა ღმერთმან, თუ ცხონდენ სოფელსა ამას შინა, დიდსა რასმე და უაღრესსა საზომსა მიწევნად იყვნეს, არამცა მიეშუა მოწყუედად მათდა; რამეთუ უკუეთუ ცოდვასა და ურჩულოებასა შინა მყოფთაჲ ოდეს იცოდის, თუ მოქცევად ეგულების, სულგრძელ ექმნების, არამცა უფროჲსად ყრმანი იგი დაიცვნაა, უკუეთუმცა უაღრესისა რაჲსმე საზომისა მიმართ ეგულებოდა წარმართებად? არამედ იცოდა უფალმან, ვითარმედ არა ეპოების ყრმათა მათ ჟამი და საქმე უაღრეს ამისა, რომელ სახელისა და მიზეზისა მისისათჳს მოსწყდეს. ამისთჳსცა შეუნდო მოწევნად მათ ზედა მოწყუედაჲ იგი და შეიწყნარნა სავანეთა მათ ზეცისათა.

ესე არიან სიტყუანი ჩუენ მიერ მოწყუედისა მისთჳს ყრმათაჲსა და სხჳსა ესევითარისათჳს თქუმულნი, არამედ არა ყოველნივე ესე არიან, არამედ სხუანიცა არიან ამათსა ფრიად უღრმესნი, რომელნი-იგი უწყნის დამბადებელმან და განმგებელმან ცხორებისა ჩუენისამან ღმერთმან. მას უკუე მიუშუათ ცნობაჲ ესევითართა საიდუმლოთაჲ და ჩუენ შემდგომისა მის

1 2 მეფ. 16,11-12. 2 შდრ. ფსალმ. 24,19,18.

სიტყუათაჲსა ვიდოდით და სხუათა ზედამოწევნულთა განსაცდელთაგან ვისწავლიდეთ თავს-დებად მომავალთა ჭირთა; რამეთუ არა მცირე განსაცდელი მოიწია მაშინ ბეთლემსა ზედა, რაჟამს-იგი წარიტაცებოდეს ყრმანი ძუძუთაგან დედათაჲსა და უმანკონი იგი უბრალოდ კლვად მიიყვანებოდეს უწყალოთა მათ მტარვალთა მიერ. ვინ-მე გამოსახოს სიტყჳთა ჯეროვნად საქმისა მის სიმწარე, გოდებისა იგი სიმრავლე, ვაებისა იგი აღრეული ჴმაჲ მამათა და დედათა და ყრმათაჲ? იგინი შვილთათჳს ტყებასა იქმოდიან, ესენი საწყალობელად სიკუდილად მიმავალნი ტიროდიან. ვითარ ვინ გამოსახოს კუალად მტარვალთა იგი მკლველობის სახე, ვითარ მახჳლითა წუდილითა ჩჩჳლთა მათ ზედა დგიან უწყალოდ მოწყუედად, ერთითა ჴელითა ჩჩჳლსა წიაღთაგან დედისათა გამოუღებენ და მეორითა მახჳლი წუდილი ეპყრის. ხოლო დედაჲ იგი ჴელითა ჩჩჳლსა მას წიაღად თჳსად მოიზიდავნ და ქედსა მიუპყრობნ სიკუდილდ, რაჲთა არა იხილოს თუალითა თჳსითა კლვაჲ იგი შვილისაჲ. ვითარ ვინ წარმოთქუას მამათა მათთა ვაებაჲ, უკუანაჲსკნელი იგი ნაშობთა თჳსთა ამბორის-ყოფაჲ, დედათა იგი გოდებაჲ, ბუნებისა იგი აღტყინებული ცეცხლი, ვითარ საწყალობელთა მათ ჩჩჳლთა შეიტკბობდეს და წიაღთა შინა თჳსთა მოწყუედასა მათსა ხედვიდეს; ვითარ უბადრუკი იგი დედაჲ თითოეულისაჲ ძუძუსა მისცემნ შვილსა და სისხლსა მას მისსა შეიწყნარებნ წიაღსა მას, და მრავალგზის ფიცხელად ცემითა მახ-ჳლისაჲთა დედაჲცა შვილისა თანა მოკლის მტარვალმან, და ერთი მდინარე სისხლისაჲ დედისა და შვილისაჲ იქმნის. ხოლო ვინაჲთგან ესეცა იყო ურ-ჩულოსა მას ჰეროდეს ბრძანებასა შინა, რაჲთა არა ახლადშობილნი ოდენ, არამედ ორისაცა წლისანი მოისრნენ, უძჳრესი ამისგან ვნებაჲ და უმწარესი განსაცდელი გამოჩნდების, რამეთუ მრავალგზის ორთა შვილთა დედა ქმნილ იყვნიან რომელნიმე, და ესევითარი არნ მათ ზედა ჭირი: ორნი მტარვალნი ერთსა ზედა წარდგომილ იყვნიან დედასა; ერთი იგი უხუცესსა მას ზიდავნ მოკლვად, და მეორე იგი მწოარსა მას წიაღთაგან მისტაცებნ. რაჲმცა ყო ამას ზედა საწყალობელმან მან დედამან? ოდეს-იგი ორთა მიმართ შვილთა განყოფილ არნ ბუნებაჲ და ორთაგანვე საჴუმილი სასტიკი გულსა მისსა ეგზებინ, არა უწყინ, რომელსა-მე ბოროტთა მათ მტარვალთაგანსა მისდევდეს, რაჟამს ერთი იგი ერთკერძო და მეორე სხუადკერძო ზიდავნ ჩჩჳლთა მათ მოწყუედად, ორთაჲვე ტირილი ესმინ და მახჳლითა ორპირითა გული დაეკლვინ, რაჲმცა ყო, ვისსამცა ჴმასა თანა მიაყვანა თჳსი იგი ვაებაჲ, რომლისამცა სიკუდილსა ზედა ვაებდა?

ეჰა საქმე უჯეროებისაჲ! ეჰა ბრძანებაჲ უწყალოებისაჲ! ჵ მოსისხლეო და ურჩულოო, რაჲ იყო ბრალი უმანკოთაჲ მათ, რაჲსათჳს ძუძუსმწოარნი იგი, ვითარცა ავაზაკნი, მოსწყჳდენ?! ვის ეძიებდი მოკლვად? რომლისათჳს ვარსკულავმან მოგუთა აუწყა, მას ეძიება? ჵ უგუნურო და ცოფო! უკუეთუ ჴელთა შინა მისთა არიან ცანი და ვარსკულავნი და ესოდენ ძალუც, რომელ ვარსკულავთა, ვინაჲცა ენებოს, წარავლენს, ვითარმცა უძლე შენ დამორჩილებად იგი და მოკლვად? უკუეთუ კულა ცხორებაჲ და სიკუდილი მისი ჴელთა შინა შენთა არს, რაჲსათჳს გეშინიან მისგან, ანუ რასა ეძიებ მოკლვად, რაჲსათჳს ამაოდ დაიკრიბე შენ ზედა სისხლი ესოდენთა მათ უბრალოთაჲ? ჵ უბადრუკო და დაბრმობილო!

ხოლო თქუენ, მორწმუნენო, რომელთა ესე სიტყუანი გესმიან, ნუ სულმოკლე იქმნებით, ნუცა იტყჳთ, თუ შეურაცხ იქმნა კლვაჲ იგი ყრმათაჲ მათ. არა ეგრეთ, არამედ იგინი ნათელსა მას ზეცისასა ღირს იქმნეს, ხოლო ურჩულოსა მას ზედა მოსისხლესა მძლავრსა რისხვაჲ ღმრთისაჲ მოიწია და შური იძია შემსგავსებულად მისისა უკეთურებისა, რამეთუ სიკუდილი-თა მწარითა და საწყალობელითა წარჰჴდეს სულნი და თჳთმკლველ თავისა თჳსისა იქმნა. და პირველ სიკუდილისაცა მრავალი ბოროტი შეემთხჳა, რომელ-იგი უკუეთუ ვის ენებოს ცნობად, აღმოიკითხენ აღწერილი იგი იოსიპოჲსი და მისგან ყოველივე გულისჴმა-ყოს, რომელ-იგი არა ჯერ-ვი-ჩინე აქა თქუმად, რაჲთა არა უმეტეს ზომისა განვაგრძო სიტყუაჲ და განმარტებასა ამას სახარებისასა დაბრკოლება-ვსცე. ამისთჳს პირველსავე მას სიტყუასა მოვიდეთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ: ჴმაჲ ჰრამაჲთ ისმა გოდებისა და ტირილისა და ღაღადებისაჲ; რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“ (2,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჰამბავი წარმოთქუა შემაწუხებელი მსმენელთაჲ უჯეროჲსა მისთჳს ყრმათა მოწყუედისა, უწყალოჲსა მისთჳს და ურჩულოჲსა სასჯელისა, ნუგეშინის-სცემს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუვინ შეშფოთნების თქუმულსა ამას ზედა, არა თუ ვერ ძალ-ედვა ღმერთსა დაყენებად ურჩულოჲსა მის, ანუ არა თუ პირველითგან უმეცარ იყო საქმესა მას, არამედ წინაჲსწარ იცოდა და წინაჲსწარმეტყუელსა გამოუცხადა და ყოველთა მის მიერ აუწყა. ამისთჳს უკუე ნუ შეურვებულ იქმნები, ნუცა გულისსიტყუანი ორგულებისანი მოგივლენ, არამედ მიუწთომელსა მას სიღრმესა განკითხვათა მისთასა მიხედენ, ვითარ რომელსამე აღასრულებს განგებულებით და რომელთამე მიუშუებს, რომლისათჳს მან თავადმან უწყის, ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა აუწყა მოწაფეთა. რამეთუ ოდეს-იგი წინაჲსწარ ეტყოდა მოწევნადსა მათ ზედა: ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა, აუწყა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ და ჰრქუა: „ანუ არა ორი სირი ასარისა განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“.1 ხოლო ამას ეტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა-

1 მათ. 10,29.

რაჲ თჳნიერ ცნობისა მისისა იქმნების, რამეთუ ყოველივე იცის ყოფადი, არამედ არა ყოველსავე იქმს, გარნა კეთილსა ოდენ და სახიერებასა. ესრეთ უკუე ასწავებს მოწაფეთა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნურას შე ორგულდებით, ნუცა გულისსტყუანი მოგივლენ, რამეთუ რომელმან-ესე უწყი ყოველივე მომავალი თქუენ ზედა და ძალ-მიც დაყენებად, საცნაურ არს, ვითარმედ უმჯობესისა თქუენისათჳს არა დავაყენებ. ესევითარი ესე სიტყუაჲ ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ, ოდეს განსაცდელი რაჲმე მოიწიოს, და ვთქუათ: ამისთჳს მოუშუა ღმერთმან განსაცდელსა ამას ჴორციელსა ჩუენ ზედა, რამეთუ იცის სადმე, ვითარმედ ესრეთ არს უმჯობეს ჩუენდა; და ესე გულისსიტყუაჲ დიდად ნუგეშინისმცემელ გუექმნას.

ხოლო რაჲ ზიარებაჲ არს რაქელისი ბეთლემსა თანა, - თქუას ვინმე, - რომელ იტყჳს, ვითარმედ: „რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა“, ანუ ჰრამასა რაჲ ზიარებაჲ აქუს რაქელს თანა? - რაქელ დედაჲ იყო ბენიამენისი, და ოდეს მოკუდა იგი, დაეფლა გზასა ზედა ეფრათასა, ესე იგი არს ბეთლემი. ვინაჲთგან უკუე ჰრამაჲ ნაწილი იყო ბენიამენის ტომთაჲ, ხოლო ბენიამენ ძე იყო რაქელისი, და რაქელის საფლავი მახლობელ იყო ადგილსა მას, ამისთჳს, ბენიამენის გამო და საფლავისა მისთჳს, სამართლად მოწყუედილთა მათ ყრმათა შვილად რაქელისა სახელ-სდებს. ხოლო ენება გამოჩინებად წინაწარმეტყუელსა, ვითარმედ დიდ იყო წყლულებაჲ იგი და უწყალო დაწყუედაჲ იგი უმანკოთაჲ მათ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან“. კუალად აქაცა ვისწავებთ, რასა-იგი პირველ ვიტყოდე, რაჲთა არა შევშფოთნეთ, ოდეს რაჲმე წინააღმდგომ აღთქუმისა საღმრთოჲსა იქმნას. რამეთუ აჰა ესერა მო-რაჲ-ვიდა იგი ცხორებად სოფლისა, და პირველვე თქუა ანგელოზმან, ვითარმედ: „იჴსნას მან ერი თჳსი“; იხილე, ვითარ იქმნა დაწყებაჲ განკაცებისა მისისაჲ: დედაჲ მისი ივლტოდა, ეტჳრთა რაჲ წიაღითა ყოველთა უფალი, და ქუეყანაჲ იგი, რომელსა შინა იშვა, ესევითართა განსაცდელთა მიეცა, და სიმრავლე იგი ყრმათაჲ მოისრა საწყალობელად და მწარედ, და ჴმაჲ გოდებისა და ტირილისაჲ ყოველთა მათ საზღვართა ისმოდა. არამედ ნუ შეორგულდები, რამეთუ ესრეთ მარადის წინააღმდგომთა საქმეთა მიერ განგებულებასა თჳსსა აღასრულებს, რაჲთა უმეტესად საცნაურ იქმნას ძალი მისი. ეგრეთვე მოწაფეთა თჳსთა ქადაგებაჲ აღასრულა და წინააღმდგომითა წინააღმდგომი განაგო, რაჲთა საკჳრველებაჲ იგი უმეტეს იყოს. ამისთჳს იგინი იგუემებოდეს და იდევნებოდეს და მდევარნი იგი და მტანჯველნი დაიმორ-ჩილნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს და ჰრქუა: აღდეგ, წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა“ (2,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შემდგომად განსაცდელისა მის მოვიდა ნუგე-შინის-ცემაჲცა, რამეთუ არღარა ეტყჳს, თუ: ივლტოდე, არამედ: „წარვედო ქუეყანად ისრაჱლისა“; და მოიქცეს უცხოებისა მისგან სოფლად თჳსად და მკლველი იგი ყრმათაჲ იხილეს მოკლული. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს სახედ თჳსა, კუალად ნეშტი პოეს პირველთა მათ განსაცდელთაჲ, რამეთუ ძე მძლავრისაჲ მის მეფობდა ჰურიასტანს, ვითარცა ესერა აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ მეფობდა არქელაოზ ჰურიასტანს, სამთავროსა მას პონტოელისა პილატესსა? ამისთჳს, რამეთუ ახლად მომკუდარ იყო ჰეროდე და არღა განყოფილ იყო სამეფოჲ იგი მრავალ სამთავროდ, არცა მოვლინებული იყო ჯერეთ კეისრისა მიერ პონტოელი პილატე, არამედ მო-რაჲ-კუდა ჰეროდე, მეყსეულად დაიპყრა ადგილი მისი ძემან მისმან ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა. რამეთუ ძმასაცა მისსა ესრეთვე ეწოდებოდა, ამისთჳს თქუა მახარებელმან: „ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა“. ხოლო ვინაჲთგან ჰურიასტანს მისლვად შეეშინა არქელაოზისთჳს, ჯერ-იყო გალილეასცა შიში ჰეროდესთჳს, ძმისა მისისა. ესე ამისთჳს ქმნა, რაჲთა შეცვალებითა მით სოფლისაჲთა დაიფაროს საქმე იგი. რამეთუ გულისწყრომაჲ და რისხვაჲ მათ მძლავრთაჲ ყოველივე ბეთლემისა მიმართ იყო და საზ-ღვართა მისთა, და მოწყუედასა მას შინა ყრმათასა ჰგონებდა არქელაოზ, ვითარმედ რომელსა ეძიებდეს მოკლვად, იგიცა მათ თანა მოიკლა. და კუალად, იხილა რაჲ მამაჲ თჳსი ესევითარითა ბოროტითა სიკუდილითა მომკუდარი, ვერღარა იკადრებდა შეძინებად სხჳსაცა ურჩულოებისა, რაჲთა არა მასცა ეგრეთვე შეემთხჳოს.

ხოლო იოსებ მოვიდა ნაზარეთად, ერთად - შიშისათჳს არქელაოზისა, და მეორედ - სადა-იგი დაშენებულ იყო, ენება მუნვე დამკჳდრებაჲ, ვინაჲთგან ანგელოზისაგანცა მოიღო ბრძანებაჲ. ხოლო ლუკა არა ესრეთ იტყჳს, თუ: ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და მისთჳს წარვიდა ნაზარეთს, არამედ: „ვითარცა აღასრულესო ყოველი მსგავსად შჯულისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსა ნაზარეთად“.1 რაჲ უკუე ვთქუათ ამისთჳს? რამეთუ ლუკა რასა-იგი იტყჳს, ჟამისა მისთჳს იტყჳს პირველ ეგჳპტედ შთასლვისა, რამეთუ არცა ეგებოდა პირველ ტაძრად მიყვანებისა

1 ლუკ. 2,39.

შთასლვაჲ ეგჳპტედ, რაჲთამცა არარაჲ იქმნა გარეგან რჩულისა, არამედ დაყვეს ბეთლემს, ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარცა იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა“,1 და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმეღა შთავიდეს ეგჳპტედ და, აღმო-რაჲ-ვიდეს მიერ, მიიღეს ბრძანებაჲ მისლვად ნაზარეთსვე.

ხოლო პირველი იგი მოსლვაჲ, მო-რაჲ-იქცეს იერუსალჱმით, არა ბრძანებითა ანგელოზისაჲთა იყო, არამედ წესისაებრ თჳსისა, რამეთუ მუნ იყო მკჳდრობაჲ მათი. და არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე აღსრულ იყვნეს ბეთლემდ, არამედ ბრძანებისა მისთჳს აღწერისა, რომელ გამოჴდა მათ დღეთა აგ-ჳსტოს კეისრისაგან, და არცა ადგილი აქუნდა საყოფლად ბეთლემს. და აღასრულეს რაჲ საქმე იგი, მოიწინეს დღენიცა შობისა მის საკჳრველისანი. ამისთჳს დაყვეს მუნ ვიდრე აღსრულებამდე დღეთა მათ განწმედისათა წესისაებრ რჩულისა და, მო-რაჲ-იყვანეს ყრმაჲ იგი ტაძრად და ყოველივე აღასრულეს წესი, მიიქცეს ნაზარეთს. ხოლო შთავიდეს რაჲ ეგჳპტედ და აღმოვიდეს, არღარა თავით თჳსით, არამედ ბრძანებითა ღმრთისა მიერ მოვლინებულისა ანგელოზისაჲთა მივიდეს ნაზარეთად, და ესეცა არავე ცუდად იყო, არამედ რაჲთა აღესრულოსო თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „ნაზარეველ ეწოდოს“. და რომელმან წინაწარმეტყუელმან თქუა ესე, ნუ გამოეძიებ, რამეთუ არა იპოების სიტყუაჲ ესე ჩუენდა მოწევნულთა ამათ საწინაწარმეტყუელოთა შინა, და ესე ამისთჳს, რამეთუ მრავალნი წიგნნი წინაწარმეტყუელთანი წარწყმდეს. და ესე სცნა წიგნისა მისგან ნეშტთაჲსა,2 რამეთუ იყვნეს ჰურიანი ფრიად დაჴსნილ და ზედაჲსზედა მიიქცეოდეს უღმრთოებად; და რომელნიმე წიგნნი თჳთ თავით თჳსით დაწუნიან და რომელნიმე უდებ-ყვნიან და წარწყმდიან, და სხუანი კუალად ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა დაიწუნეს; და ესე საქმენი საცნაურ არიან წიგნისაგან მეფეთაჲსა, რამეთუ წერილ არს მას შინა, ვი-თარმედ დღეთა იოსია მეფისათა იპოა წიგნი მეორისა რჩულისაჲ, დაფლული ყურსა ერთსა და დაძუელებული, და პოვა იგი ქელკია მღდელმან და მიუთხრა საფანს, მწიგნობართმოძღუარსა მეფისასა, მითხრობად მეფისა, ვითარმედ: „მატიანი შჯულისაჲ ვპოვე სახლსა უფლისასა“.3 ესე იყო წიგნი მეორისა შჯულისაჲ. ხოლო უკუეთუ ოდეს-იგი არცა ზედამოსლვაჲ ბარბაროზთაჲ იყო, არცა ტყუეობაჲ, ესრეთ შეურაცხ-ეყვნეს და წარეწყმიდნეს წიგნნი წინაწარმეტყუელთანი, რაჲ სთქუათ მოწევნასა მას ტყუეობისასა? არამცა უმრავლესი წარწყმდაა? და რომელიმე ცეცხლით დასაწუველ იქმნა; და ამისთჳს დღეს არა იპოების სიტყუაჲ ესე საწინაწარმეტყუელოთა ამათ შინა. ხოლო მახარებელმან იცოდა მადლითა მით სულისა წმიდისაჲ-

1 ლუკ. 2,22-23. 2 2 ნეშტ. 34,14; 35,19. 3 4 მეფ. 22,8.

თა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთაჲ, და სხუათაცა მოციქულთა იცოდეს ყოველთა. ამისთჳს იგინიცა მრავალსა ადგილსა ნაზარეველად უწოდენ.

თქუან უკუე ვიეთმე: ვინაჲთგან ერთმან მან წინაწარმეტყუელმან თქუა, ვითარმედ: „ბეთლემით გამოვიდეს“, ვითარ სხუანი იტყოდეს, თუ: „ნაზარეველ ეწოდოს“? ესე არა წინააღმდგომ მის სიტყჳსა არს. ნუ იყოფინ! არა არს წინააღმდგომ სიტყუათა შინა საღმრთოთა, რამეთუ აჰა ესერა ვხედავთ, ვითარ ორივე აღესრულა: ბეთლემით გამოვიდა, რამეთუ მუნ იშვა ქალწულისაგან, და ნაზარეთს აღიზარდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე წინაწარმეტყუელთა მიერ პირველვე აუწყა ღმერთმან სოფელსა. და ამისთჳსცა ზრდილობაჲ იგი ნაზარეთისაჲ უფროჲსად გამოძიებად აღადგენდა ერსა მისთჳს, ვითარცა-იგი ნათანაელ ამის გამოძიებად მოვიდა და ჰრქუა: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“1 რამეთუ შეურაცხი იყო სოფელი იგი და ყოველი იგი კერძო გალილეაჲსი. ამისთჳსცა იტყოდეს ფარისეველნი: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“.2 არამედ უფალსა არა სირცხჳლ-უჩნდა წოდებად შეურაცხისა მის ქალაქისა მოქალაქედ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არარაჲ კაცობრივი საჴმარ იყო მისდა. და მოწაფენიცა თჳსნი გალილეაჲთ გამოირჩინა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვი-თარმედ უკუეთუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაჲ გუაქუნდეს, არარაჲ კაცობრივი გუეჴმაროს ჩუენცა.

ამისთჳს უფალმან ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავს-იდვა და არცა სახლი აქუნდა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“;3 და ჰეროდესგან ივლტოდა; და იშვა რაჲ, ბაგასა მიიწვინა; და დედაჲ არა მდიდართაგან გამოირჩია, რაჲთა ამით ყოვლითა ზუაობისა ვნებაჲ განაქარვოს კაცთაგან და გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არარაჲ ამათგანი ბოროტ არს, არცა ესევითარისა რაჲსმე კაცობრივისა პატივისა ჯერ-არს ძიებაჲ, არამედ მცნებათა ხოლო ღმრთისათაჲ, ვითარმცა გუეტყოდა: რაჲსთჳს სიმდიდრისათჳს მშობელთაჲსა და სიმრავლისათჳს მამულთაჲსა ჰზუაობთ, კაცნო? ყოვლისაგანვე სოფლისა უცხო-ყოფასა გიბრძანებ, რაჲთა ესევითარი იქმნეთ, რომელ არა ღირს იყოს თქუენდა ყოველივე სოფელი. ესეოდენ შეურაცხ არიან საქმენი ესე, ვიდრეღა არცა თუ წარმართთა მათ ფილოსოფოსთა აქუნდა იგი ღირსად პატივისა, არამედ გარეგან ჩუენისა ბუნებისა უწესდეს და არად საჴმარ სახელ-სდებდეს.

და ვითარ პავლე მოციქულსა არა შეურაცხად აქუსო წესი ესე, რამე-თუ იტყჳს: „რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათჳს“.4 აჰა ესერა მამა-თათჳს თქუა საყუარელ-ყოფაჲ შვილთაჲ, მეტყჳან ჩუენ ვიეთნიმე; არამედ რომელნი ამას იტყჳთ, იხილეთ, თუ ოდეს თქუა მოციქულმან სიტყუაჲ ესე და ვიეთთჳს, ანუ ვიეთ მიმართ იყო სიტყუაჲ მისი. რამეთუ წარმართთა-

1 იოან. 1,46. 2 იოან. 7,52. 3 ლუკ. 9,58. 4 რომ. 11,28.

განნი მორწმუნენი ზუაობდეს სარწმუნოებისათჳს და შეურაცხ-ჰყოფდეს ებრაელთაგან მოქცეულთა, და უძჳრესი განხეთქილებაჲ შევიდოდა მათ შორის. ამისთჳს თქუა ესევითარი სიტყუაჲ, რაჲთა მათიცა ზუაობაჲ დაამდაბლოს და ესენიცა ღმრთისმსახურებად და შურად კეთილისა მოიყვანნეს. უკუეთუ არა, ოდეს-იგი იწყო სიტყუად ახოვანთა მათთჳს და დიდთა მამათმთავართა, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან ქუეყანასა ზედა. და რომელნი ამას იტყჳან, გამოაჩინებენ, რამეთუ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიჴსენებდეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მუნ მიქცევისაჲ. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს, ზეცისასა“.1 და კუალად იტყჳს: „სარწმუნოებით მოსწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს“.2 და კუალად იოვანე ნათლისმცემელი ეტყოდა მომავალთა მისა: „ნუ იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“.3 და კუალად მოციქულივე იტყჳს, ვითარმედ: „არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესე არიან ისრაჱლ, და არცა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა“.4

რამეთუ იხილეთღა, თუ რაჲ სარგებელ ეყო ძეთა სამოელისათა შვილებაჲ ესევითარისა მამისაჲ, ვინაჲთგან არა დაიმკჳდრეს სათნოებაჲ მისი? ანუ მოსესთა რაჲ ერგო, რაჟამს სიკეთესაღა მისსა და ღმრთისმოყუარებასა არა ჰბაძვიდეს? ამისთჳს არცა მიიღეს წინამძღურობაჲ ერისაჲ, არამედ იგინი იყვნეს შვილ მისა წოდებულ, ხოლო ერისთავობაჲ იგი და ნაცვალობაჲ მოსესი სხუასა მიეცა, რომელი-იგი იყო სათნოებითა ძე მისი. კუალად ძემან ნოესმან რაჲ ირგო შვილობითა მისითა, რომელი-იგი მონა იქმნა აზნაურებისა მის წილ? იხილეა, ვითარ პატიოსნებაჲ მამისაჲ არას ერგო, რამე-თუ უკეთურებაჲ გონებისა მისისაჲ მძლე ექმნა რჩულთა მათ ბუნებისათა და არა ოდენ პატიოსნებისა მისგან მამულისა, არამედ აზნაურებისაგანცა სრულიად უცხო-ყო. ეგრეთვე ესავ არა ძე ისაკისი იყოა? და მის კერძო იყო მამაჲ მისი, რამეთუ სწადოდა, რაჲთამცა მან მიიღო კურთხევაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან უკეთური იყო იგი, არარაჲ ამისგანი ერგო მას, არამედ დაღაცა-თუ უხუცე ჰასაკითა იყო და მამაჲ თჳსი აქუნდა შემწედ, ვინაჲთგან ღმერთი არა მის თანა იყო, ყოველივე ცუდ იქმნა. ხოლო ტიმოთეს მამაჲ წარმართი იყო. რაჲ უკუე ევნო მას, ანუ რაჲ დაბრკოლება ეცა სათნოებასა მისსა?

ამისთჳს უკუე რაჲსათჳს იქადი, კაცო, დიდებულებისათჳს მშობელ-თა და პაპთაჲსა? იხილენ ესე ყოველნი სახენი და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა სარგებელ არს მშობელთა სიკეთე, უკუეთუ ჩუენ არა კეთილად ვიქცეოდით. გითხრა სხუაჲცა უსაკჳრველესი: ისრაჱლთა შვილ ღმრთისა ეწოდა, ვითარცა წერილ არს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“,5 არამედ არაჲ ერგო პატივისა ამისგან, ვი-

1 ებრ. 11,13-16. 2 ებრ. 11,13. 3 მათ. 3,9. 4 რომ. 9, 6,8. 5 ფსალმ. 81,6; იოან. 10,34.

ნაჲთგან ურჩულო იქმნეს. რამეთუ რომელი შვილ ღმრთისა იწოდოს, უკუეთუ არა ღირსად სახელისა მის მოქალაქობდეს, უძჳრესადღა დაისაჯების. და ესე ძუელსაცა და ახალსაცა შჯულსა იხილვების, რამეთუ იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი: „ხოლო რავდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“.1 არამედ ამათ შვილთაგანნი მრავალნი იპოებიან განმცემელ თჳსისა მის აზნაურებისა და შთავარდებიან ცოდვათა და იქმნებიან შვილ წარწყმედისა და მკჳდრ ჯოჯოხეთისა.

ხოლო ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არცა სიმდიდრისათჳს, არცა დიდებულთა შვილებისათჳს ვზუაობდეთ; ნუცამცა სიგლახაკისათჳს შეურვებულ ვართ, არამედ მას ოდენ ვეძიებდეთ სიმდიდრესა, რომელი საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, და სიგლახაკისა მისგან ვივლტოდით, რომელი ცოდვათა მიერ მოიწევის, რომლისათჳსცა მდიდარი იგი ყოველთა უგლახაკეს იპოა, ვიდრეღა არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო, რომლისათჳს ესოდენი ვედრებაჲ შეწირა და ვერ მიემთხჳა სათხოელსა მას. არა ყოვლისა სიგლახაკისა უძჳრეს იყოა მისი იგი სიგლახაკე? ვინმცა იპოა ესოდენ გლახაკი სოფელსა შინა, რომელ არცა თუ წუეთისამცა ერთისა წყლისა აქუნდა ჴელმწიფებაჲ? არავინ არს ესევითარი. ხოლო მდიდარი იგი ეგოდენ დაგლახაკნა, რომელ ესეცა არა ეპოა. და უძჳრესი ესე იყო, რომელ არასადაჲთ პოა ნუგეშინის-ცემაჲ ჭირისა მის და სიგლახაკისა თჳსისაჲ.

სწავლაჲ თ ვეცხლისმოყუარებისათჳს

აწ უკუე, ჵ მორწმუნენო, რაჲსათჳს საფასეთა მიმართ აღგჳმტკმიეს პირები და შთანთქმად ყოვლისა ვეძიებთ? რად ესრეთ დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის სიყუარული მათი, ვინაჲთგან ვერ ძალ-უც მათ შეყვანებაჲ ჩუენი სასუფეველად? მითხართღა, საყუარელნო, უკუეთუმცა ბრძანა მეფემან, ვითარმედ: რომელთაცა აქუს საფასე, არა ღირს არიან ყოვლადვე პალატად შემოსლვად, არცა პატივისა მიღებად ჩემ მიერ, არამცა ყოველივე განაბნიეთა? ხოლო უკუეთუ ქუეყანისა პალატისაგან და პატივთა წარმავალთაგან არაგანვრდომისათჳს მზა ვართ ყოვლისავე საფასისა დათხევად, რაჲ არს ესე, რომელ ქრისტე დღითი-დღე გჳბრძანებს, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი კარსა სასუფეველისასა“,2 და არა შეურაცხ-ვჰყოფთ საფასეთა, არცა განვაგდებთ ჩუენგან, რაჲთა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით შესლვად სასუფეველსა ცათასა. და ვითარ ღირს ვიქმნეთ ჩუენ წყალობასა, რომელნი ესრეთ შევიტკბობთ განმყრელსა მას ჩუენსა სასუფეველისაგან და არა კიდობნებსა შინა ოდენ ვჰმალავთ, არამედ მიწასა ში-

1 იოან. 1,12. 2 შდრ. მათ. 19,23.

ნაცა დავფლით. ჯერ-იყო, რაჲთამცა ფასისსაცავსა მას ზეცისასა მივეცით იგი ნამარხევად. ხოლო აწ ეგრეთ ვიქმთ, ვითარმცა მუშაკსა უგუნურსა ვინ მისცის თესლი დათესვად ქუეყანასა კეთილსა, ხოლო მან წარიღომცა და შთაასხა იგი მღჳმესა ერთსა, რაჲთა არცა მას ერგოს და იფქლიცა იგი დალპეს და წარწყმდეს.

არამედ იტყჳან ვეცხლისმოყუარენი მიზეზსა ცუდსა და ამაოსა: დიდი ნუგეშინის-ცემაჲ არსო, ოდეს საფასე ჩუენი ვიცოდით უცთომელსა და უცნაურსა ადგილსა დამარხულად. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: უფროჲსად იგი არს ნუგეშინის-ცემაჲ დიდი, ოდეს ვიცოდით, თუ არა არს საფასე ჩუენი დამარხული, რამეთუ რომელთა საფასენი აქუნდენ, დაღაცათუ სიყმილისაგან არა ეშინის, არამედ სხჳსა მრავლისა განსაცდელისა შიში განჰლევს მათ: შიში სიკუდილისაჲ, შიში ბრძოლისაჲ, შიში მპარავთაჲ, შიში მეფისაჲ, შიში ერისაჲ. არა ესე უძჳრეს არიანა შიშსა სიყმილისასა? რამეთუ სიყმილისაგან არა მრავალნი მიხილვან მეყსა შინა მომკუდარად, არამედ მრავალი რაჲ იპოების ნუგეშინისმცემელი ჭირისა მის, ხოლო საფასეთათჳს მრავალნი მოკლულნი გიჩუენნე, რომელნიმე იდუმალ მოკლულნი და რომელნიმე ცხადად, და სავსე არიან ამით ესევითარითა სახითა გზანი, სავსენი არიან სამშჯავრონი და უბანნი. და რად ვიტყჳ გზათა ოდენ და სამსჯავროთა? ზღუაჲცა აღვსებულ არს სისხლითა, რამეთუ არა ჴმელი ოდენ დაიპყრა ამან მძლავრმან, არამედ ზღუასაცა შევიდა დიდითა უმსჯავროებითა. და რომელნიმე ვლენ ზღუათა შინა ოქროჲსათჳს, და რომელნიმე მოიკლვიან ოქროჲსათჳსვე; და ერთმან მან მძლავრმან ვნებამან ერთი იგი ვაჭრობად განიყვანა და მეორე კაცისა კლვად. აწ უკუე რაჲმცა იყო უბოროტეს მამონაჲსა, რომლისათჳს ვლენ კაცნი ზღუათა შინა? რომელნიმე დაინთქმიან, და რომელნიმე მოიკლვიან. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „ვინმცა შეიწყალა მსახრვალი გუელცემული?“1 რამეთუ ჯერ-იყო სივლტოლაჲ ბოროტისა მის მძლავრისაგან და განგდებად უღელი იგი მწარისა მის მონებისაჲ და აღმოფხურად გულთაგან ჩუენთა ტრფიალებაჲ იგი საფასეთაჲ.

და ვითარ იქმნასო განგდებაჲ მისი? უკუეთუ შემოვიღოთ სულთა ჩუენთა სხუაჲ ტრფიალებაჲ, ესე არს კეთილთა მათ ზეცისათაჲ, განიდევნოს ტრფიალებაჲ იგი საფასეთაჲ, რამეთუ რომელსა სუროდის სასუფეველისათჳს ცათაჲსა, შეურაცხ-ყოს მან სრულიად ვნება იგი ანგაჰრებისაჲ; რომელი ღირს იქმნას მონებად ქრისტესა, არღარა დაემონის იგი მამონას, არამედ უფროჲსად ეუფლოს მას, რამეთუ რომელი ევლტოდის, მას მისდევს იგი, და რომელი მისდევდეს მას, ივლტის მისგან, არა პატივ-სცემს ესრეთ მოყუარეთა თჳსთა, ვითარ მოძულეთა. არავინ არს ესრე საკიცხელ მისა, ვითარ მოყუარენი მისნი, და არა ეკიცხევს ოდენ, არამედ მძიმითა ჴელბორკილითა შეჰკრავს მათ.

1 ზირაქ. 12,13

არამედ ჩუენ, ჵ მორწმუნენო, განვხეთქნეთ აპაურნი და საკრველნი მისნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მისი. რაჲსათჳს დავამონებთ პირმეტყუელსა მას სულსა უსულოჲსა მის ნივთისა, დედისა მის ყოველთა ბოროტთაჲსა? ჵ საქმე საკიცხელი! ჩუენ ვებრძვით მას სიტყჳთ, და იგი გუებრძვის საქმით და გუზიდავს ყოველგან შემდგომად მისა, ვითარცა მონათა სყიდულთა, ფრიად შეურაცხთა. რაჲმცა იყო უკუე უბოროტეს ამისა? უკუეთუ ნივთსა უსულოსა ვერ მძლე ვექმნებით, ვითარ მძლე ვექმნეთ ძალთა მათ უხილავთა? უკუეთუ მიწასა და ქვასა ვერ დავიმორჩილებთ, რომელ არს ოქროჲ და ვეცხლი, ვითარ დავიმორჩილნეთ მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი, ვითარ მოვიგოთ სიწმიდე და ქალწულებაჲ? უკუეთუ ფერი ვეცხლისაჲ მიმიზიდავს ჩუენ, ვითარმცა თანაწარვჰჴედით ფერსა პირისა მავნებელისასა? რამეთუ ფრიად უმძლავრეს არს იგი ვნებაჲ ამისსა. ხოლო უკუეთუ უდარესისა ამისგან ესრეთ ვიძლევით, უძლიერესსა მას ვი-თარ წინააღუდგეთ? რამეთუ ესრეთ მწარედ ძლეულ არიან ვიეთნიმე ამის ვნებისაგან, ვიდრეღა ტრფიალებაჲ არს გულსა მათსა ოქროჲსა მიმართ. და იტყჳანცა, ვითარმედ აშუნს დიდად თუალთა ფერი ოქროჲსაჲ. ნუ ეკიცხევ, კაცო, თავსა შენსა, რამეთუ არარაჲ ესრეთ ავნებს თუალთა სულიერ-თაცა და ჴორციელთა, ვითარ სიყუარული ოქროჲსა და ვეცხლისაჲ.

ამან ბოროტმან ტრფიალებამან ანგაჰრებისამან დაშრიტნა სანთელნი იგი ხუთთა მათ ქალწულთანი და განყარნა იგინი სასძლოჲსა მისგან. ამან უკეთურმან არა შეუნდო საწყალობელსა იუდას სმენად ჴმაჲ იგი მეუფისაჲ, არამედ შიშთვილად მიიყვანა, განხეთქა შორის და განაბნინა ყოველნი ნაწლევნი მისნი და მერმე გეჰენიასა ცეცხლისასა შთაჰჴადა. რაჲმცა იყო უკუე უძჳრეს და უმწარეს ამის ვნებისა? სავსე არს იგი სისხლითა კაცთაჲთა, არა განძღების კლვითა მათითა, უბოროტეს არს ყოვლისა მჴეცისა; რომელნიცა მიეცნენ შუათა მისთა, უწყალოდ მოაკუდინებს მათ. და უძჳრესი ესე არს, რომელ არცა თუ შეუნდობს ცნობად ტკივილისა მის წამლეანისა ნაკბენთა მისთასა, რამეთუ უკუეთუმცა სცნობდეს, ძალ-ედვა წოდებად სხუათა და შეწევნად მათდა და გამოჴსნად პირისაგან მძჳნვარისა მის მჴეცისა. ხოლო მათ უმეტესად ეჰამებიედ ნაკბენი იგი, ვიდრე მოიწიის დღე სიკუდილისაჲ, და მაშინღა აღიხილნიან თუალნი და იხილნიან უკურნებელნი იგი წყლულებანი, რომელნი დასხნა უწყალომან მან მჴეცმან მათ ზედა.

არამედ გევედრები, აწვე აღვიხილნეთ თუალნი და ვივლტოდით პირისა მისგან მჴეცისა, განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი, რომელნი დასხნა ჩუენ ზედა მჴეცმან მან ველურმან, და შორს-ვყოთ გესლი მისი ჩუენგან, რაჲთა ამასცა სოფელსა შინა უშფოთველნი დღენი და ცხორება კეთილი მოვიგოთ და მერმესა მას საუკუნესა მივემთხჳნეთ საუნჯეთა მათ დაუსრულებელისა კეთილისათა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.